"ბარსა" ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეა

"ბარსა" ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეა

"ბარსელონას" ფუტსალის გუნდი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. კატალონიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ტიტულისთვის ბრძოლაში კი სამ კლუბს დაუპირისპირდებიან. 

ნახევარფინალებისა და ფინალის მასპინძელი ქალაქი ჯერ კიდევ გასარკვევია. ცნობილია, რომ შეხვედრები 23/24 და 25/26 აპრილს გაიმართება. 

"ბარსასთან" ერთად, ფინალურ ეტაპზე რუსული KPRF და "ტიუმენი" და ესპანური "მურსია" ითამაშებს. 

წინა სეზონში "ბარსელონა" ნახევარფინალში დამარცხდა, ტურნირის გამარჯვებული კი ლისაბონის "სპორტინგი" გახდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2019 12:08
    0
    კპრფ-ს მწვრთნელი არის ბესიკ ზოიძე. ოთხეულში გასვლის შემდეგ მატჩ ტვ -ზე ინტერვიუს ბოლოს პირდაპირ ეთერში ქართულად შესძახა ქართველებო გენაცვალეთო