დემბელე: "დორტმუნდთან" მატჩი სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება

დემბელე: "დორტმუნდთან" მატჩი სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება

"ბარსელონას" ფრანგმა ფორვარდმა, უსმან დემბელემ "დორტმუნდთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ეს მატჩი სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება."

"ჩვენ უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა რაც შეიძლება სწრაფად გავინაღდოთ. ფანების დახმარებით სამი ქულის მოპოვებას შევეცდებით, რათა იტალიაში ("ინტერთან" მატჩში) დამშვიდებულები ჩავიდეთ."

"ბარსას" "კამპ ნოუზე" დამარცხება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ უმაღლესი დონის მოთამაშეები და შესანიშნავი ფანები გვყავს. აქ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საშინაო თამაშები მოვიგოთ."

"ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება. მე ჯერ კიდევ მყავს მეგობრები "დორტმუნდში". ამჯერად, მეტოქეები ვიქნებით, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. გერმანული გუნდი სამი წლის წინ დავტოვე და ისინი მას შემდეგ არ მინახავს. ემოციურად ეს ყველაფერი ცოტათი რთული იქნება, თუმცა მათი ნახვითა და მათ წინააღმდეგ თამაშით მოხარული ვიქნები." - ციტირებს უსმან დემბელეს სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ნოემბერი 2019 23:49
    5
    დავაი დემბო გოლი უნდა თხარო ბორუსიას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ნოემბერი 2019 22:37
    6
    ხოდა შეუბაბაანე მერე და გოლის ფასიც გაიხსენე.