Marca: ლანგლე "დორტმუნდთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდება

  • 24-11-2019, 12:33
  • Marca: ლანგლე "დორტმუნდთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდება

    ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "დორტმუნდთან" გასამართ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს "ბარსელონა" ისევ სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.

    თუ სეზონის სტარტზე ერნესტო ვალვერდეს შემტევი ფეხბურთელები აკლდა, ახლა პრობლემები დაცვის ხაზშია. დისკვალიფიკაცია აქვს ჟერარ პიკეს, ხოლო კლემან ლანგლე, სერჟი რობერტო და ჟორდი ალბა ტრავმირებულები არიან.

    პრობლემები განსაკუთრებით თვალშისაცემია დაცვის ცენტრში. ამჟამინდელი მდგომარეობით, პირველ გუნდში ხელმისაწვდომი მხოლოდ 2 ცენტრალური მცველია - სამუელ უმტიტი და ჟან-კლერ ტოდიბო. ამ უკანასკნელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და "დორტმუნდთან" მისი დაყენება სარისკო იქნება.

    ამ რთულ სიტუაციაში, Marca სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, კლემან ლანგლეს დაზიანება სერიოზული არაა და მან "ლეგანესთან" მატჩი თავის დაზღვევის მიზნით გამოტოვა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ლანგლემ ოთხშაბათამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. ასეთ შემთხვევაში, დაცვის ცენტრში თანამემამულე უმტიტის სწორედ ის შეუწყვილდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    duggu ფანი [?]

    24 ნოემბერი 2019 14:56

    უმტიტი იყოს მთავარია ჯანმრთელად

    7
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ნოემბერი 2019 14:12

    იმედია მოასწრებს გამოჯანმრთელებას ლენგლე უმტიტის დუეტი უნდა იდგეს მთავარია სემედუმ და ალბამ მოასწრონ გამოჯანმრთელება

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    NS50 გულშემატკივარი [?]

    24 ნოემბერი 2019 13:06

    ეუფ მყავდეს ახლა ესეც მალდინი, ჩააბეტონებს დაცვას ერთ გოლს არ.გაუშვებთ confused

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    24 ნოემბერი 2019 12:51

    ეჭვი არ მეპარება,რომ დორტმუნდს დიდი ანგარიშით მოვუგებთ.
    არტურს რაც შეეხება 31 მილიონი გადაიხადეს,მაგრამ 9 მილიონის გადახდა უწევთ ბონუსად,რომელიც გათვალაისწინებულია ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე, დიდი ალბათობით 9 მილიონის მოჟმოტვა დაგეგმა ჩმორთუმეომ და ჩმორვერდეც მაგიტომ არ ათამაშებს.

    7
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Magician Culé [?]

    24 ნოემბერი 2019 12:36

    ლანგლე კი, მაგრამ არტური გვჭირდება აუცილებლად. ალბათ, "ლეგანესთან" დაასვენა და მთელი ძალები "დორტმუნდის" მატჩებისთვის შემოატოვებინა.
    იდეაში, ჯგუფში ჩარჩენის საკმაოდ რეალური შანსები არსებობს, თუმცა გერმანელებს ჯოჯოხეთი უნდა დაახვედრონ კამპ-ნოუზე.

    9
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV