ლეო მესის საჩუქარი "დორტმუნდის" ტალანტს

ლეო მესის საჩუქარი "დორტმუნდის" ტალანტს

"დორტმუნდის" 15 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, იუსუფა მუკოკომ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე, ლეო მესისგან საჩუქარი მიიღო.

კამერუნელმა ფეხბურთელმა, თავის Instagram-ზე დადო პოსტი: "ღმერთო ჩემო. საჩუქარი ჩემი კუმირისგან მივიღე. დიდი მადლობა ლეო მესი. მადლობა კეთილი სურვილებისთვის."

მუკოკომ, რომელიც 15 წლის 20 ნოემბერს გახდა. Instagram-ზე, Story-ც დადო, სადაც მესის მიერ გაგზავნილი მაისური ჩანს. Story-ს თან ახლავს წარწერა "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან, ლეო მესისგან."

იუსუფა მუკოკო მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. "დორტმუნდის" ახალგაზრდულ გუნდებში ჩატარებულ 72 თამაშში მას უკვე 109 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი 15 წლის 3 დღის წინ გახდა, მან 19-წლამდელთა გუნდში თამაში უკვე მოასწრო. მიმდინარე სეზონში, მასზე 5 წლით უფროს მეტოქეებთან ჩატარებულ 16 შეხვედრაში მუკოკომ თავი 19 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მუკოკოთი "ბარსელონას" დაინტერესების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ თუ კატალონიელები ფეხბურთელის დამატებას მოინდომებენ, ლეო მესის ფაქტორის გათვალისწინებით, მათ გარკვეული უპირატესობა ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 ნოემბერი 2019 15:16
    2
    1 ან 2 დღით გვიან იდება აქ სიახლეები.
    p.s. ამდენი ხელმოწერა ვისია?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 ნოემბერი 2019 14:38
    6
    კუმირი იცოცხლე კი გყავს მაგარი მარა მწვრთნელი არი ბოლო დონის დიშლა ამიტო თავი არ ვაიფუჭო, დემბელეც ანგრევდა დორტმუნდში მარა აქ? კოუტინიო ლივერში მარა აქ? გრიზმანი ატლეში მარა აქ? ერთი კაცი რო იყოს იმას დააბრალებდი მარა 3
    Bellyache
    სტუმარი [?]
    #5 23 ნოემბერი 2019 13:57
    4
    Von dem besten spieler der welt. @leomessi. გერმანულად წერია. მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშისგან ლეო მესისგან heart_eyes
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 23 ნოემბერი 2019 13:17
    6
    ბარსა მესია,როგორც მოედანზე, ასევე ტრანსფერებში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ნოემბერი 2019 13:10
    8
    მოედანზე ხომ აკეთებს საქმეს, ახლა ხელმძღვანელობის მაგივრადაც "მუშაობს".
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 23 ნოემბერი 2019 13:08
    5
    არიქა ეხლავე იჩალიჩეთ დიდი ტალანტი ჩანს. სანამ მესი გუნდშუ გვყვავს იქამდე უნდა გადმოვიყვანოთ. და სანამ დორტმუნდი მილიარდებს დაადებს ფასს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ნოემბერი 2019 13:04
    5
    ყოჩაღ ლომო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued