მარკიზიო: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა, მას სამი ტვინი აქვს
ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ადამიანების უმეტესობა ბრაზილიელ, არგენტინელ ან პორტუგალიელ შემტევს ასახელებს, ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს, კლაუდიო მარკიზიოს კი, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, განსხვავებული მოსაზრება აქვს.
"როგორ ვერ მოიგო ინიესტამ ოქროს ბურთი? ეს ახლაც არ მესმის. მას სამი ტვინი აქვს: ერთი მარჯვენა ფეხში, მეორე მარცხენაში, მესამე კი თავში.
"ბარსელონას" ჰყავს ლიონელ მესი, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ინიესტაა. ის "ბარსას" მომაკვდინებელი იარაღი იყო". - ციტირებს მარკიზიოს სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]