14 წლის ჩავი ერნანდესის შეფასების ფურცელი

  • 22-11-2019, 18:06
  • 14 წლის ჩავი ერნანდესის შეფასების ფურცელი

    ჩავი ერნანდესმა "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის ადგილი დაიმკვიდრა.

    14 წლის ჩავის შეფასებები სკაუტების მიერ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ცხადყოფს, თუ რაოდენ ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.

    ესპანელი "ლა მასიას" 11 წლის ასაკში შეუერთდა და კლუბი ორი ათწლეულის შემდეგ დატოვა. ჩავი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთელს ზრდა და განვითარება ეტაპობრივად.

    Marca-ზე დაყრდნობით გთავაზობთ 14 წლის ჩავი ერნანდესის შეფასების ფურცელს.

    სირბილი - დარბის ქუსლებით, მოძრაობები ნელია, პრობლემები აქვს სიჩქარის აკრეფაში.

    ბალანსი - საშუალო.

    კოორდინაცია - კარგი, მოძრაობები სწორია, მაგრამ ნელი.

    მოქნილობა - საშუალო, ამ მხრივ ბევრი მუშაობა სჭირდება.

    უნარები - კარგი, აქვს რესურსი ნებისმიერ მომენტში უპირატესობა მოიპოვოს.

    ფიტნესი - კარგი. მას აქვს ყველაფერი, რაც ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს.

    კუნთების გამძლეობა - კარგი.

    სიჩქარე - საშუალო. სჭირდება მუშაობა მოძრაობების ასაჩქარებლად.

    საწყისი სიჩქარე და სიჩქარის ხანგრძლიობა - საშუალო.

    კონტროლი - შესანიშნავი. ის აბალანსებს მოძრაობის დაბალ ტემპს ბურთის არაჩვეულებრივი კონტროლით.

    გადაცემა - ძალიან კარგი. გასაუმჯობესებელია მარცხენა ფეხით გადაცემები. ეს კომპონენტი მისი იარაღია მოედანზე.

    გრძელი გადაცემა - ძალიან კარგი. ის თითქმის არასდროს აკეთებს იძულებით გრძელ გადაცემებს.

    დარტყმა - მისაღები. მას სჭირდება გააუმჯობესოს ეს კომპონენტი, როცა შეტევაში გადადის, როგორც გვარდიოლამ.

    გარბენი - ძალიან კარგი. ძალიან კარგად იცავს ბურთს და თითქმის არასდროს კარგავს.

    დრიბლინგი - კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი საუკეთესო მხარე არაა, ტექნიკურობის დონე შთამბეჭდავია.

    პოზიციურობა - არაჩვეულებრივი. უდავოდ მისი საუკთესო მხარე. ის ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს და ყოველთვის სთავაზობს თანაგუნდელებს შეტევის გაგრძელების სხვადასხვა შესაძლებლობას.

    თავდასხმა - საშუალო. მისი ტექნიკური სტილი ართულებს ამ ასპექტის შეფასებას.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messiah10 გულშემატკივარი [?]

    22 ნოემბერი 2019 19:52

    დირიჟორი და დიადი ჩავი. ინიესტაზე ბევრად მაღლა იდგა, უბრალოდ ლაპარაკი უყვარდა ინისგან განსხვავებით და მაგიტომ ყავს უფრო მეტი მოძულე ვიდრე ინიესტას... დიადი მაესტრო. <3

    3
    --------------------
    Lionel ''The Alien'' Messi
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    22 ნოემბერი 2019 19:11

    მართლაც გენიოსი კაცია და ნაღდი ლეგენდა.. მაგრამ მე მაინც აი ცოტათი ინი მერჩივნა..სხვა ტიპი იყო ინი <3

    7
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    22 ნოემბერი 2019 18:49

    უძლიერესი იყო,მაგრამ ინიესტა ჯობდა,ცოტათი,მაგრამ მაინც.

    7
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    22 ნოემბერი 2019 18:37

    ხავი არის მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ნახევარნცველი და ამაზე კამათი ზედმეტია ბევრი გამოკითხვა მინახავს ხავი ინიესტას შედარებაზე და რატომღაც ინიესტა უფრო მაღალ შედეგს იღებდა თამამად ვიტყვი იმას რო ინიესტა(მიუხედავად იმისა რო ვაფანატებ დონ ანდრესზე) ვერ ჯობია ხავის რასაც ხავი მოედანზს აკეთებდა ინიესტაც კი ვერ გააკეთებდა ხავი იყო ცენტრი დირიზჟორი

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    22 ნოემბერი 2019 18:18

    ძველი ბარსა მენატრება..😥

    8
    გასულია
    duggu ფანი [?]

    22 ნოემბერი 2019 18:09

    გენიოსი იყო ჩავი ინისთან ერთად

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge