მესის პელეს 3 რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია

მესის პელეს 3 რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია

"ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის კარგი შანსი აქვს, ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის, პელეს მიერ დამყარებული 3 რეკორდი გააუმჯობესოს.

პელეს, ეროვნული გუნდის მაისურით, 77 გოლი აქვს გატანილი, რაც სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში საუკეთესო შედეგია. მესის ანგარიშზე 70 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ პელეს ამ რეკორდის დასამხობად არგენტინელს ეროვნული გუნდის მაისურით 8 ზუსტი დარტყმა სჭირდება.

შემდეგი რეკორდი არის ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა. პელეს, "სანტოსის" შემადგენლობაში, 643 გოლი აქვს გატანილი. მესის, "ბარსელონას" მაისურით, მეტოქეთა კარი 612-ჯერ აუღია. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 32 გოლის გატანის შემთხვევაში, მესი პელეს გადაასწრებს.

მე-3 და ყველაზე რთულად დასამხობი რეკორდი გოლების საერთო რაოდენობაა. პელეს, "სანტოსის", "კოსმოსისა" და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, ოფიციალურ შეხვედრებში, 757 გოლი აქვს გატანილი. მესი მას 75 გოლით ჩამორჩება, თუმცა, ლეო ტემპს აშკარად არ აგდებს და მას ამ შედეგის გაუმჯობესების არცთუ ცუდი შანსი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #15 21 ნოემბერი 2019 20:54
    2
    Araa zaan sirtule.. 2 sezons rom am tempit itamashebs da am mowodebaze iqneba me ejvi ar mepareba ... bolobolo sua itans golebs nakrebshic da gundshic da messi ramdenitavit magla dgas kargad vxedavt..
    ილოილო
    სტუმარი [?]
    #14 21 ნოემბერი 2019 16:27
    3
    მესი არგენტინის ნაკვებში 2022წლამდე მინიმუმ იქნება და ორი წლის განმოვლობაში თავისუფლად მოხსნის.
    Culé [?]
    #13 21 ნოემბერი 2019 01:07
    5
    ლეოს ორი სეზონი და არცერთი რეკორდი აღარ დარჩება,ჩემი აზრით თუ ტრამვებმა ხელი არ შეუშალა,კარიერას 1000გოლით დაამთავრება
    Culé [?]
    #12 20 ნოემბერი 2019 23:55
    4
    მესი ამ ყველაფერს დაამხობს და გახდება ერთადერთი ფეხბურთელი ვინც მის შედეგებს საუკუნეები ვერავინ დაამხობს.
    Culé [?]
    #11 20 ნოემბერი 2019 23:43
    3
    არ არის რთული შესასრულებელი ლეოსთვის ეგ
    Culé [?]
    #10 20 ნოემბერი 2019 23:10
    5
    სეზონის ბოლოს მოხსნის პირველ ორს,ხოლო მომავალ წელს "მეფურ" რეკორდსაც აახევს მესი.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 ნოემბერი 2019 22:56
    4
    ციტატა: messi and iniesta
    ჩემი აზრით ამ სამიდან მეორეს და მესამეს მოხსნის პირველს ვერა

    8 გოლის გატანას რა უნდა ამ კოპაზევე გაიტანს 8-ვე გოლს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #8 20 ნოემბერი 2019 22:12
    2
    ციტატა: messi and iniesta
    ჩემი აზრით ამ სამიდან მეორეს და მესამეს მოხსნის პირველს ვერა

    რას ამბობ 8 ბურთს შესარჩევზე შეაგდებს )))
    --------------------
    № 10
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 20 ნოემბერი 2019 22:02
    2
    ჩემი აზრით ამ სამიდან მეორეს და მესამეს მოხსნის პირველს ვერა
    Culé [?]
    #6 20 ნოემბერი 2019 21:54
    5
    ამ რეკორდების მოხსნის მერე პელეს ჯანმრთელობა რო შეერყას და მესის დაბრალდეს მაგარი ღადაობა არ იქნება😁😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ნოემბერი 2019 21:52
    9
    არცერთი რეკორდი არაა შეუძლებელი 76 გოლის გატანა უნდა კარიერული გოლებში რო გადაასწროს 30-ს მინიმუმ ამ სეზონში გაიტანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ნოემბერი 2019 21:46
    5
    დაამხე და გადაიმხე ამის რეკორდები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ნოემბერი 2019 21:28
    7
    ყველა რეკორდს მოხსნის, არ არის პრობლემა. 2-3 სეზონის საქმეა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #2 20 ნოემბერი 2019 20:51
    9
    ამ რეკორდების დამხობა თავისუფლად შეუძლია მეფეს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2019 20:37
    8
    სავარაუდოდ 2001 წელს სამივე რეკორდი მოხსნილი იქნება თუ ტრამვების აიცილებს თავიდან
    --------------------
    THUGS