პოჩეტინოს 4 მიზეზი "ბარსელონაში" მოსასვლელად

  • 20-11-2019, 18:29
  • პოჩეტინოს 4 მიზეზი "ბარსელონაში" მოსასვლელად

    "ტოტენჰემმა" მაურისიო პოჩეტინო მწვრთნელის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა და მის ადგილას ჟოზე მოურინიო დანიშნა.

    არგენტინელი სპეციალისტი ამჟამად თავისუფალია და მას მრავალ კლუბს უკავშირებენ. მათ შორის ერთ-ერთი "ბარსელონაცაა", მიუხედავად იმისა, თუ რა თქვა პოჩეტინომ წარსულში.

    სპორტული გამოცემა "ტრიბუნას" მიხედვით, წარმოგიდგენთ ოთხ ძირითად მიზეზს, თუ რატომ შეიძლება პოჩეტინო "კამპ ნოუზე" ვიხილოთ.

    1. ის არ არის ერთადერთი, ვინც "ესპანიოლში" მუშაობდა

    "ბარსელონას" ამჟამინდელი თავკაციც "ესპანიოლის" რიგებში თამაშობდა და შემდეგ წვრთნიდა კიდეც კლუბს პოჩეტინოს მისვლამდე. ამასთანავე, სწორედ ვალვერდე იყო ის ფებურთელი, რომელმაც არგენტინელი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მას სამწვრთნელო კარიერისკენ უბიძგა. მართალია, ვალვერდეს რეზიუმეში "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდსაც აღმოვაჩენთ, თუმცა მან შექმნა პრეცედენტი, რომლის გამეორება პოჩეტინოსაც შეუძლია.

    2. არასდროს თქვა არასდროს

    პოჩეტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ არ არსებობდა შანსი, მას "ბარსელონა" გაეწვრთნა და ამ გუნდთან მხოლოდ ესპანიოლის გავლით იყო დაკავშირებული. პოჩეტინო არ არის ერთადერთი, რომელმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა. საინტერესოა, რომ 2015 წელს ჟოზე მოურინიო აღნიშნა, იგი არასდროს გაწვრთნიდა "ტოტენჰემს" "ჩელსის" გულშემატკივრების პატივსაცემად, მაგრამ...

    3. აღფრთოვანება ლიონელ მესით

    პოჩეტინომ მესის ფეხბურთის ღმერთი უწოდა და აღნიშნა, რომ არგენტინელის წყალობით ძალთა ბალანსი ყოველთვის "ბარსელონას" სასარგებლოდ იხრება. "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელის განცხადებით, იგი სიამაყით მოუყვებოდა მის შვილიშვილებს მესის შესახებ. ალბათ, ძალიან ცოტა მწვრთნელი იტყოდა უარს მესის გაწვრთნაზე, და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ მესის ფაქტორმა იქონიოს გავლენა მაურისიოს "ბლაუგრანაში" მოსვლაზე.

    4. ათწლეულის შანსი

    პოჩეტინომ "ტოტენჰემისგან" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი შექმნა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშიც შეძლო ყოველგვარი ტრანსფერის გარეშე, ამიტომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მსოფლიო კლასის მწვრთნელის მოყვანის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. თავად არგენტინელისთვისაც ეს, ალბათ, განსაკუთრებული შესაძლებლობა იქნება დაამტკიცოს საკუთარი პროფესიონალიზმი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    sandro89 ფანი [?]

    21 ნოემბერი 2019 12:21

    ტენჰაგი დაკვდება ბარსას მეტი არავინ

    1
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    21 ნოემბერი 2019 11:40

    არ გვინდა ეს უფრო ფეთქებადი მწვრთნელი გვინდა ტენ ჰააგი ან გვარდიოლა ან კუმანიც მოჟნაა ტაქტიკის მხრივ

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    21 ნოემბერი 2019 10:17

    ეს თუ მოვა კარგია. satisfied ლა ლიგაში სამეულში რეგულარულად ვიქნებით, ხოლო ჩ. ლიგაში ჯგუფში არ ჩავრჩებით და 1/8 ფინალში გავალთ. ეს არის ამის მაქსიმუმი.

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    21 ნოემბერი 2019 03:34

    ციტატა: Andres_Iniesta
    ბაიერნში წავა 100%

    ვალვერდე უფრო შეეწყობა ბარსას.

    თან ისე უნდოდა კოუტინიო.. :D ისე მანჩესტერშიც დიდია ალბათობა

    0
    გასულია
    Bakero Culé [?]

    21 ნოემბერი 2019 01:36

    პოჩეტინო არა ....... ჰო გასაგებია ბილბაოს ეხლა ნებისმიერი კვერცხი სჯობია არათუ პოჩეტინო მაგრამ არ არის ბარსას კაცი პოჩეტინო ჰოლანდიელები მირჩევნია პირადად მე კუმანი ან ტენ ჰააგი

    0
    გასულია
    არტურო ვიდალ წევრი [?]

    21 ნოემბერი 2019 01:34

    Wadi argentinis nakrebshi moagebine kopa da aq gamoushvit ten haagi an kumani da gaajmevit valverdes magis de.as shevtxare abidali

    1
    საიტზეა
    Andres_Iniesta Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 23:34

    ბაიერნში წავა 100%

    ვალვერდე უფრო შეეწყობა ბარსას.

    0
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    (გიო) Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 23:20

    ისევ ვალვერდე მირჩევნია, ამ ბოზ*** შვილს, ეს ბარსაში არ დამანახო ბართომეუ და ყველა დანარჩენი მოიყვანე....

    1
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 23:11

    წადი პოჩე ფერმაში,ბანძი ხარ!

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 22:04

    იმედია მოვა ლომი. მე პირადად დღესაც შოკში ვარ პოჩეს გათავისუფლებით

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    20 ნოემბერი 2019 21:59

    არ მორგება ბარსას. ვალვერდეს სტილის ტრენერია

    2
    გასულია
    goutsaevi ფანი [?]

    20 ნოემბერი 2019 21:59

    ბარსაში მუშაობას ფერმაში მუშაობა მირჩევნიაო ცოტა ხნის წინ თქვა და არ მგონია ბრასას ფანებმა ეგ აპატიონ

    1
    გასულია
    BarcelloNista გულშემატკივარი [?]

    20 ნოემბერი 2019 21:10

    მეორე ვალვერდეა

    3
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    20 ნოემბერი 2019 20:19

    Ramis dàmtkiceba tu unda da tan messistan ertat argentinis nakrebi sauketeso variantia 2 rivestvis

    6
    გასულია
    vitorborbafereira ფანი [?]

    20 ნოემბერი 2019 19:45

    არ მოვა ესპანიოლის გამო

    4
    გასულია
    Ikks Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 19:36

    გამორიცხულია. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სანამ ბარსელონაში ვალვერდეს გაუშვებენ, პოტეჩინოს კაი ხნის ნაპოვნი ექნება ახალი სამუშაო ადგილი

    9
    გასულია
    Arthur-de jong წევრი [?]

    20 ნოემბერი 2019 19:33

    გავაგდოთ გრიზმანი?ეს ფეხბურთის ნაწილია და დიდი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს პოჩეს დანიშვნა. პირადად მე მივესალმები პოჩეს დანიშვნას.შემტევია და რაც მთავარია რაღაც ტაქტიკა მაინც აქ😃იცოს ახალგაზრდებთან ურთიერთობა რასაც ვალვერდეზე ვერ ვიტყვით.მიდი დააგდე ბართუშ პოჩე ზამთარში

    5
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 19:19

    რავი მე რატომღაც მინდა რო მოვიდეს..არის რაღაც ამ კაცში ;დდ
    ბოლობოლო პრემიერ ლიგის გუნდს რამაგრა ათამაშებდა და ეგება ამ ბარსასაც ეშველოს

    2
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    20 ნოემბერი 2019 19:06

    იმ პიტალო ვალვერდეს მილიონჯერ აჯობებს ეგ ნათელია, მარა საქმე ისაა რო ტოტეს და ბარსას შორის სხვაობაა დიდი. იქ თუ წლები მისცეს დრო, აქ წნეხი მეტი ექნება გაცილებით და არის შესაძლებლობა სულ ჩაისვაროს. ნუ წინასწარ ვერაფერს გაიგებ.

    2
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    20 ნოემბერი 2019 18:58

    ალბათ როგორ ნანობს იმ სიტყვებს რაც დახარჯა ამ ქლიავმა ბარსელონას გაწვრთნასთან დაკავშირებით...თუ რათქმაუნდა რეალურად თქვა და რომელიმე სულელი ჟურნალისტის ნაყბედარი არ არის...ისე კი მოუხდება ეს ბარსელონას....

    5
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    პარტნიორები
    Flashscore.ge