"ბარსელონა" ანუს ფატისთან კონტრაქტის გაფორმებას შობამდე შეეცდება
- 20-11-2019, 17:20
-
marusa barcelona
- 5

"ბარსელონას" მოწადინებულია ანსუ ფატისთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. კოტრაქტის გაფორმების მიზანს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გაზრდა და პრაქტიკული დეტალების დაზუსტება წარმოადგენს. ასევე, კლუბს სურს, ამ ფორმით ანსუ ფატისადმი ნდობა და სიყვარული გამოხატოს.
ანსუ ფატის ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ივლისში გაფორმდა და იგი ფეხბურთელის კლუბში დარჩენას 2022 წლამდე ითვალისწინებს. გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა. მართალია, ღირებულება საკმაოდ დიდია, თუმცა ანსუ ფატის თამაშის შემხედვარე, შესაძლოა, რომელიმე კლუბმა გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და "ბარსელონამ" მოთამაშე დაკარგოს.
ასევე, გასთავლისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ფატი ძალიან ახლოს იყო "ვესტ ჰემში" გადასვლასთან, ამიტომ კატალონიელთა სურვილია ფეხბურთელთან დაკავშირებით ყველაფერი მოაგვარონ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ფატისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას შობამდე (25 დეკემბერი) შეეცდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]