ლანგლე და გრიზმანი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ლანგლე და გრიზმანი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

"ბარსელონას" ორი ფრანგი ფეხბურთელი, კლემან ლანგლე და ანტუან გრიზმანი, დღეს კატალონიაში დაბრუნდა. მათ მატჩები მოლდოვას (2-1) და ალბანეთის (2-0) წინააღმდეგ ჩაატარეს. 

ძირითადი გუნდის მოთამაშეების ნაკლების გამო, ერნესტო ვალვერდემ ახალგაზრდული გუნდების ექვს მოთამაშესაც უხმო: "სიუტატ ესპორტივაზე" რიკი პუჩმა, სერჟი პუჩმა, მორერმა, სავერიომ, მარკესმა და პერესმა ივარჯიშეს. 

"ბარსელონა" მომდევნო მატჩს შაბათს, სტუმრად, "ლეგანესის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, თბილისის დროით, 16 საათზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2019 23:36
    0
    ახალი ძალებით უნდა შევხვდეთ დეკემბრის თვეს მიდით ლომებო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 19 ნოემბერი 2019 22:36
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    ორი პუჩია..😂😂

    მეორე მეკარეა :D აი ორი პროფესიონალი ფრანგი. ნეტა ზოგიერთი ფრანგი გავდეს ამათ. ცოტა მუქები რო არიან იმათ ვგულისხმობ :D რასიზმში ნუ ჩამითვლით. ლანგლეს გამძლეობა ტრავმების მიმართ ქონდეს ნეტა უმტიტის და გრიზმანის მონდომება და გამძლეობა დემბელეს.
    Culé [?]
    #1 19 ნოემბერი 2019 20:11
    1
    ორი პუჩია..😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "