გრიზმანმა 6 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა

გრიზმანმა 6 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრები პირველ ტაიმში დაამარცხა (0:2). აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა 6 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. 

გრიზმანმა აღნიშნული შეხვედრის პირველ ნახევარში, ჯერ კორენტინ ტოლისოს გაატანინა, შემდგომ კი გოლის ავტორი თავად გახდა. 28 წლის ფრანგს 6 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა, მას ბოლო გოლი "ეიბარის" წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი, ეს კი 19 ოქტომბერს მოხდა.

გრიზმანს ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც, თავდამსხმელმა ბოლო გოლი მიმდინარე წლის 2 ივნისს გაიტანა, დღეს კი ნაკრების მაისურით ჩატარებულ 77-ე შეხვედრაში რიგით 30-ე, საიუბილეო გოლი გაიტანა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 18 ნოემბერი 2019 21:12
    0
    იმედია ბარსას მაისურითაც მალე გაიტანს გოლებს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2019 02:02
    8
    დადგა თავის პოზიციაზე და გაიტანა დატანჯა იმ ცხვირგასიებულმა ფლანგზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2019 01:27
    10
    ძაან მაგარ თამაშს ატარებს.. საღოლ რა იმენა დაუღლელია ტიპი <3 მაგრა მევასება, მერე რა რო ვერ გააქვს ხშირად, სამაგიეროდ ძაან დიდ სამუშაოს ასრულებს
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★