"იუნაიტედი" და "ბარსელონა" ფრანგი ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

"იუნაიტედი" და "ბარსელონა" ფრანგი ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

17 წლის ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ, მიმდინარე სეზონში "რენის" მაისურით ერთის გარდა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის გამორჩეულ წევრად უკვე იქცა. 

პრესის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მისი შეძენის რეალური შანსი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" აქვთ. 

"იუნაიტედი" კამავინგას პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავს, "ბარსას" სატრანსფერო პოლიტიკა კი შედარებით რთული გასაგებია. 

როგორც მოსალოდნელია, ედუარდოს ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება და ის "რენს" მომდევნო ზაფხულში, ან იანვარშივე დატოვებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 18 ნოემბერი 2019 01:21
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    მორიგი 20 თეთრიანი იგროკი იქნება წაიყვანოს მანჩესტერმა

    არა ძმაო დამიჯერე, პატარა კანტეა თან ძალიან პატარა ასაკის.და ისსე ჭკვიანურად თამაშობს გაგიკვირდება. არ მკითხო საიდან ვიცი, არ დამიჯერებ, ამის გამო ვუყურე უკვე რენის 2 თამაშს. ძალიან ძალიან ნიჭIერია და 30 ად ნაჩუქარია. ბაზარი არაა ჯერ კონკურენციას ვერ გაუწევს ბუსის ფრენკის და არტურს მარა გააიჯარონ თუნდაც ლიონში და 1-2 წელში ძალიან მაგარი ბიჭი გვეყოლება. ნახავთ დიდ გრანდში თუ არ ამოყოს თავი მალე. ჩმორთუმეუ ისევ დააგვიანებს იასნა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2019 00:28
    3
    მორიგი 20 თეთრიანი იგროკი იქნება წაიყვანოს მანჩესტერმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued