"ბარსელონას" ის მოთამაშეები, რომელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

"ბარსელონას" ის მოთამაშეები, რომელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

 ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მართალია მომავალი წლის მარტში პლეი-ოფი გველოდება, თუმცა 17-მა ნაკრებმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა საგზური. შეგახსენებთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრებს ვიხილავთ. 

სანამ მომდევნო 7 ნაკრების ვინაობას გავიგებთ, გთავაზობთ "ბარსელონას" პირველი გუნდის იმ ფეხბურთელების სიას, რომელთა ნაკრებებმაც საგზურები უკვე მოიპოვეს. 

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის ნაკრები) - მართალია, "ბარსელონას" პირველ მეკარეს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ დიდი კონკურენტი ჰყავს, მანუელ ნოიერის სახით, თუმცა დიდი ალბათობით მომავალ პირველობაზე ორივეს განაცხადში ვიხილავთ.

ნელსონ სემედუ (პორტუგალიის ნაკრები) - პორტუგალიის ნაკრებმა დიდი ბრძოლის ფონზე, ჩემპიონატის საგზური დღეს, ლუქსემბურგის დამარცხების შემდგომ მოიპოვა, პორტუგალიელები ტიტულის დაცვას შეეცდებიან. რაც შეეხება ნელსონ სემედუს, 26 წლის მცველს ნაკრებში მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა დიდი ალბათობით მომავალ წელს განაცხადში ვიხილავთ. 

ივან რაკიტიჩი (ხორვატიის ნაკრები) - ივან რაკიტიჩის კატალონიური კარიერა დასასრულთან ახლოსაა, თუმცა მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს 

სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო და ანსუ ფატი (ესპანეთის ნაკრები) - ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატის საგზური აუღელვებლად, 15 ოქტომბერს გაინაღდა, ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, "ბარსელონაში" კიდევ ერთი ესპანელი, კარლეს ალენია თამაშობს, თუმცა მას ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. 

უსმან დემბელე, კლემან ლანგლე, ანტუან გრიზმანი და სამუელ უმტიტი (საფრანგეთის ნაკრები) - საფრანგეთის ვარსკვლავურ ნაკრებში, ძალიან დიდი კონკურენციაა, მსოფლიოს ჩემპიონები რა თქმა უნდა ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ უსმან დემბელეს 2019 წელს ნაკრების მაისური არ ჩაუცვამს, დიდი ალბათობით ის დეშამის განაცხადში მაინც მოხვდება. 

ფრენკი დე იონგი (ჰოლანდიის ნაკრები) - ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები C ჯგუფის მინიმუმ გამარჯვებული ან მეორეადგილოსანი გახდება, თუმცა მათ უკვე მოიპოვეს ევროპის პირველობის საგზური, "ბარსელონას" ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს კი განაცხადში აუცილებლად ვიხილავთ. 

 აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული სია შესაძლოა რამოდენიმე მიზეზის გამო გაიზარდოს ან შემცირდეს, რადგან წინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გველის. პირველ გუნდში ასევე ირიცხება ფრანგი, ჟან-კლერ ტოდიბო და ჟუნიორ ფირპოც, რომელთა განაცხადში მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჯერჯერობით ისინი ეროვნულ გუნდებში საერთოდ არ გამოუძახებიათ. 



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2019 22:58
    3
    ფინალი იქნება ჰოლანდია საფრანგეთი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2019 21:58
    2
    რაკიტიჩი რა უყავით?! გაყიდეთ უკვე?!