რიკი პუჩი შანსს ელის

რიკი პუჩი შანსს ელის

რიკი პუჩის აქვს საკუთარი თავის რწმენა, რომ "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწევს. ალბათ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია (ნიჭთან ერთად), რომელიც მას პირველ გუნდთან აახლოებს. რიკი ეტაპობრივად ვითარდება და ამის დემონსტირებას მოედანზე არაჩვეულებრივად ახდენს.

"ის ჯიუტია, არაფრის ეშინია მაშინაც კი, როცა მის წინ ვიღაც 195 სანტიმეტრის ფეხბურთელი აღიმართება. მას საკუთარი თავის სჯერა და სწორედ ესაა ე.წ. "ბარსელონას დნმ-ი". - ციტირებს "ბლაუგრანას" მეორე გუნდის მწვრთნელის სიტყვებს Sport.

პუჩიმ შესანიშნავად ითამაშა "კარტახენას" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, პუჩი საქმეს სრული სერიოზულობით მიუდგა. ეს იყოს შანსი კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები აუდიტორიის წინაშე. პუჩი არ არის არც ჩავი და არც ინიესტა. ორივეს მსგავსად, ფეხბურთელს აქვს სწორი ხედვა და იცის, როგორ უნდა იპოვოს და გამოათავისუფლოს სივრცე თანაგუნდელებისთვის.

რიკი გაცილებით დინამიური და მოძრავია ნახევარდაცვაში. იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ვალვერდეს სჭირდება. ამ სეზონში კარგად გამოჩნდა, რომ პოზიციურად მოთამაშე ბუსკეტსი და არტური "ბარსელონას" თავკაცმა აქტიური და შემტევი დე იონგითა და ვიდალით ჩაანაცვლა. ამდენად, ეს ზრდის რიკის პირველ გუნდში მოხვედრის ალბათობას.

ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ თუ სათამაშო წუთებს ვერ მიიღებდა, გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება კლუბის დატოვებას გულისხმობდა. რიკი პუჩი უკვე 20 წლისაა და მესამე სეზონია "ბარსელონას" მეორე გუნდში ასპარეზობს. სეგუნდა დივიზიონში თამაში კი აკადემიის ფეხბურთელებს დიდად არ მოსწონთ, რადგან მათ უნდათ სხვაგან უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ალენიას იჯარამ და რაკიტიჩის მომავლის საბოლოო გარკვევამ რიკისთვის პირველ გუნდის კარები შეიძლება გახსნას. აშკარაა, რომ ეს ფეხბურთელსაც უნდა. მან უარით გაისტუმრა "ბეტისი", "სარაგოსა", "აიაქსი" და "ალ-სადი". სავარაუდოდ, რიკი პუჩი საკუთარ მომავალს იანვარში გადაწყვეტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 15 ნოემბერი 2019 22:29
    0
    აიაქსი არ ვიცი იყო თU არა კონტაქტზე მართლა მარა თუ იყო უარი არ უნდა ეთქვა. სად ამ პიტალოსთან მUშAობა და სად ტენ ჰაგთან. ფრენკის შეცვლიდა ზუსტად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ნოემბერი 2019 17:55
    5
    აუციკებლად უნდა დავაწინაუროთ რიკი აუცილებლად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    GioLaca19
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2019 17:26
    7
    რაკიტიჩი გავყიდოთ , ალენია იჯარით გაუშვან და ეს პირველ გუნდში დააწინაურონ , დე იონგი არტური რიკი პუჩის ტრიო იქნება სასწაული , ვიდალი და ბუსკეცი ზამენაზე