აბელ რუისი: მესის დონე მიუღწეველია

აბელ რუისი: მესის დონე მიუღწეველია

"ბარსელონა ბ-ს" ფორვარდმა აბელ რუისმა ლიონელ მესისა და საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

19 წლის შემტევს პირველ გუნდში მოხვედრის შანსიც აქვს. იგი ნაკლებად ესწრებოდა მეორე გუნდის შეკრებებს და ძირითადად უფროსებთან ვარჯიშობდა. ესპანელი სწორედ ამ ვარჯიშებზე აღფრთოვანდა ლიონელ მესით და მისი შესაძლებლობებით.

"მესი წარმოუდგენელია, საოცრად აღმაფრთოვანებელი. გუნდთან ვარჯიშის დროს საშუალება მქონდა მისთვის პასი გამეკეთებინა და უკანაც მიმეღო საპასუხო გადაცემა. ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი იმ დროს. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამას იგი ყოველ დღე ამტკიცებს. არგენტინელის დონე მიუღწეველია, რთულია წარმოიდგინო ვინმე მისნაირი."

რუისმა აღიარა, რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა მას "ბარსელონას" დატოვება მოუწევს სათამაშო დროისა და გამოცდილების მიღების გამო.

"მე არ ვამბობ, რომ დარჩენა არ მსურს. არაერთხელ მითქვამს, რომ "ბარსელონა" ჩემთვის პირველი არჩევანი არის და იქნება. თუმცა ფეხბურთელის სურვილია მუდმივად განვითარდეს და გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება სეგუნდაში დარჩენა და პირველ გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლა იყო."

"მე მუდმივად ვვარჯიშობ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდები. ვფიქრობ, როდესაც შანსი მოგეცემა, მის გამოსაყენებლად მზად უნდა იყო. სწორედ ამიტომ ვემზადებით აკადემიაში. მსურს გავიზარდო როგორც პირად, ისე პროფესიონალურ დონეზე ამ კლუბში, რადგან სწორედ მათ მომცეს ყველაფერი პირველივე დღიდან. რამდენადაც ისინი დარმწუნებულნი იქნებიან ჩემში, იმდენად დარწმუნებული ვიქნები მე მათში (ხელმძღვანელობა). როდესაც შენ ელოდები შანსს, ის კი არ მოდის, უკვე ყურებას იწყებ სხვაგან, სადაც ამ შესაძლებლობის მიღებას შეძლებ." - ციტირებს რუისის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 15 ნოემბერი 2019 16:25
    0
    აბელ რუისი: მესის დონე მიუღწეველია
    = სწორია: მიუღწევადი =
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ნოემბერი 2019 16:20
    0
    მართალია მესის დონეს ვერავინ მიაღწევს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #2 15 ნოემბერი 2019 15:39
    2
    ჭკვიანი ბიჭი ჩანს...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2019 15:00
    5
    აბა რააააა,მესი საუკეთესოაააააა❤❤❤❤