"ბარსელონამ" საქველმოქმედო მატჩში "კარტახენა" დაამარცხა

  • 14-11-2019, 00:53
  • "ბარსელონამ" საქველმოქმედო მატჩში "კარტახენა" დაამარცხა

    კატალონიურმა "ბარსელონამ" ამხანაგურ შეხვედრაში "კარტახენა" დაამარცხა (2:0), რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის ლიდერია. 

    შემოსავალი, რომელიც "კარტახონოვას" სტადიონზე გამართული შეხვედრიდან იქნება მიღებული, მურსიაში მომხდარ ძლიერ წყალდიდობაში დაზარალებულებს მოხმარდება. 

    ამა წლის სექტემბერში, ამ რეგიონში მომხდარმა სტიქიამ მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა, არიან დაღუპულებიც. სტიქიურმა უბედურებამ 30 000-მდე ადამიანი დააზარალა, ზიანი კი 170-190 მილიონ ევროს აღწევს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Sigur Rós Culé [?]

    14 ნოემბერი 2019 09:49

    ჰაილაითებს ვუყურე და რიკის როგორ ეტყობა ჩვენი გაზრდილი როა. ძალიან მაგარი პასის კულტურა აქვს, თან იმ პასის, რომელსაც ჩვენი ნახეცარმცველები ხავი-ინის წასვლის მერე ვეღარ აკეთებენ სტაბილურად, ბოლო - საგოლე პასის. არ ვიცი რა, მაგ ბიჭს სადმე წასვლა კი არა აქ სჭირდება დროის მიცემა. 1-2 წელი ცოტა სათამაშო დრო და ძაან მაღალი კლასი შეუძლია დადოს.

    8
    --------------------
    6-1 ❤
    გასულია
    me da barca Culé [?]

    14 ნოემბერი 2019 01:25

    მესამე კი არა მეოთხეს ლიდერია კარტახენა.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge