ლუის დე ლა ფუენტე: ანსუ ფატი თავმდაბალი მოთამაშეა

ლუის დე ლა ფუენტე: ანსუ ფატი თავმდაბალი მოთამაშეა

"ბარსელონას" ფორვარდი ანსუ ფატი მოულოდნელად გამოჩნდა სცენაზე და შესანიშნავი თამაშით ყველა აღაფრთოვანა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფატი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს. გასაგები იქნება, თუ ანსუ ფატისთვის ნაადრევად მოპოვებული დიდება უარყოფითად იმოქმედებს. თუმცა ესპანეთის ნაკრების ("ლა როხიტა") მწვრთნელის განცხადებით, ფატი სხვა შემთხვევაა.

"ანსუ ფატი ძალიან თავმდაბალი მოთამაშეა, მას განვითარება სურს."

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ალკორკონში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გუნდის თავკაცმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
"ეს უნიკალური შესაძლებლობაა ნახო ის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე გამოჩდნენ მოედანზე და აღარ არიან მხოლოდ პერსპექტიულები." - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს Marca

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2019 22:03
    0
    იმედია ეგეთი დავმდაბალი დარჩება და თავში არ აუვარდება წარმატება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 13 ნოემბერი 2019 20:30
    1
    ("ლა როხიტა") ??? პირველად გავიგე, ესპანეთს "ფურია როხა" ქვია. თუ ახალგაზრდულზე სხვა სახელი აქვს როხიტა პატარა წითელს უფრო გავს