ოფიციალურად: ნელსონ სემედუ 5 კვირას გამოტოვებს

ოფიციალურად: ნელსონ სემედუ 5 კვირას გამოტოვებს

ლა ლიგის მე-13 ტურში "ბარსელონამ" "სელტასთან" ქულები არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა.

მატჩის 23-ე წუთზე, პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა, რომელიც პერიოდულად მარცხნივაც თამაშობს, ტრავმა მიიღო და ერნესტო ვალვერდე იძულებული გახდა ის შეეცვალა.

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 25 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მას დაახლოებით 5 კვირა გაუცდება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი "ლეგანესთან", "დორტმუნდთან", "ატლეტიკოსთან", "მალიორკასთან", "ინტერთან" და სავარაუდოდ "სოსიედადთან" გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ივარაუდება, რომ ის გუნდს "ელ კლასიკოს" წინ დაუბრუნდება.

ამ თამაშების უმრავლესობას გამოტოვებს ჟორდი ალბაც, რომელსაც სემედუ ცვლიდა ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში, დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერჟი რობერტო და მუსა ვაგე, ხოლო მარცხნივ ჟუნიორ ფირპო დარჩნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 ნოემბერი 2019 15:49
    0
    დაცვაში ისედაც პრობლემები გვქონდა. ესღა გვეკლდა
    ფანი [?]
    #7 10 ნოემბერი 2019 12:25
    5
    ფიზმომზადების დონე დაბალია რაც ტრამვების ალბათობას-სიხშირეს ზრდის. ვალვერდე-ბართო წადით!
    Culé [?]
    #6 10 ნოემბერი 2019 11:23
    2
    აუ რობერტოს კიდე ეს უნდოდა pensive pensive
    Culé [?]
    #5 10 ნოემბერი 2019 10:28
    2
    ტრავმა, ტრავმა და ისევ ტრავმა..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #4 10 ნოემბერი 2019 09:54
    2
    აუ ესღა გვაკლდა. ისედაც დაცვაში გვაქვს პრობლემა და სემედუს დაკარგვა ხო საერთოდ შეტევასაც დააკლდება
    Culé [?]
    #3 10 ნოემბერი 2019 09:30
    9
    ციტატა: MALUMA
    Like დღეს მანჩესტერ სიტისკენ თუ ხარ!

    დღეს ოფიციალურად გვარდიოლას გაუბაბანებს იურგენ კლოპი. ! ))
    --------------------
    № 10
    gabe-barca
    სტუმარი [?]
    #2 10 ნოემბერი 2019 05:14
    6
    5kvira Ra uyurebs robertos sacodaobas
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ნოემბერი 2019 03:34
    12
    ფუ შენი რააა რა ამბავია 5 კვირა აი ესაა ფიზ მომზადებას რო არ აქცევს ყურადღებას ჩვენი ტუგადუნი ტრენერი მიდი და უყურე ახლა რობერტოს წვალებას ფუ შენი რააა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued