ესპანეთის სუპერ თასის მასპინძელი ცნობილია - "ბარსელონა" და სხვა კლუბები უზარმაზარ ფინანსურ სარგებელს ნახავენ

ესპანეთის სუპერ თასის მასპინძელი ცნობილია - "ბარსელონა" და სხვა კლუბები უზარმაზარ ფინანსურ სარგებელს ნახავენ

2019/20 წლების სეზონის ესპანეთის სუპერ თასის საბოლოო დეტალები ოფიციალურად გახდა ცნობილი. 

აქამდე ვიცოდით, რომ ტურნირი 8-12 იანვარს, 4 კლუბის მონაწილეობით გაიმართება. დღევანდელი ინფორმაციით კი ოფიციალურად დასტურდება, რომ გათამაშებას საუდის არაბეთი უმასპინძლებს. 

მატჩები ჯედაში გაიმართება. ეს ქალაქი ქვეყანაში სიდიდით მეორეა და საუდის არაბეთის კომერციული ცენტრია. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრებზე ქალების დასწრებას უზრუნველყოფს - ეს პრობლემა ახლო აღმოსავლეთში დღემდე არსებობს. 

ტურნირი მონაწილე კლუბებისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი იქნება. ნახევარფინალისტები 8.9 მილიონ ევროს მიიღებენ, ფინალისტები კი - 12 მილიონს. Marca-ს ცნობით, მხოლოდ ერთი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში (როგორც ტრადიციულად ხდებოდა), ეს მატჩი "კლასიკოც" რომ ყოფილიყო, მოგება 3 მილიონზე მეტი ვერ იქნებოდა. 

როგორც იცით, სუპერ თასზე მონაწილეობას "ბარსელონა", "ვალენსია", "ატლეტიკო" და "რეალი" მიიღებენ. ნახევარფინალების წილისყრა 11 ნოემბერს გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    davitichi925
    სტუმარი [?]
    #5 10 ნოემბერი 2019 23:34
    0
    ციტატა: nika 54
    ანუ ბარსამ და ვალენსიამ ჩემპიონობა და თასი მოიგეს, და სუპერთასი შეიძლება ატლეტიკომ ან რეალმა წაიღოს?

    arasworia magi mere
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ნოემბერი 2019 12:03
    0
    ანუ ბარსამ და ვალენსიამ ჩემპიონობა და თასი მოიგეს, და სუპერთასი შეიძლება ატლეტიკომ ან რეალმა წაიღოს?
    jaba1001
    სტუმარი [?]
    #3 10 ნოემბერი 2019 02:45
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    კაროჩე ყველაფრიდან ფულს ადნობენ ეს შობელძაღლები საუდის არაბეთი არა ჭრებალო კიდე

    ჭრებალოო laughing laughing laughing laughing laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ნოემბერი 2019 01:48
    5
    კაროჩე ყველაფრიდან ფულს ადნობენ ეს შობელძაღლები საუდის არაბეთი არა ჭრებალო კიდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ნოემბერი 2019 01:34
    8
    აი თურმე რატომ გახდა ოთხგუნდიანი სუპერთასი.. ფული, ფული და ისევ ფული.