ვალვერდე: ვფიქრობ, ანსუ ფატი ცვლილებაზე უკეთესად თამაშობს
- 8-11-2019, 23:02
-
WinGs
- 9

რამდენიმე დღის წინ, ერნესტო ვალვერდემ განმარტა, რატომ არჩია "ლევანტეს" წინააღმდეგ უსმან დემბელეს ნაცვლად ანსუ ფატის გამოყენება. მან თქვა, რომ ფატის ნაცვლად დემბელე რომ წაეყვანა, ჰკითხავდნენ, საპირისპიროდ რატომ არ მოიქცა. დღეს, ვალვერდეს ჰკითხეს, რატომ ამჯობინა "სლავიასთან" ანსუ ფატის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას უსმან დემბელეს თამაში.
"ასეთ თამაშში ორივეს შეეძლო, მონაწილეობა მიეღო.
პირველ ტაიმში სივრცეები არ გვქონდა და დემბელეს სირბილი უჭირდა. მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ მოედანზე ფატის გამოყვანა მაინც გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ მას ცვლილებაზე შემოსვლა უკეთესად გამოსდის, ვიდრე სასტარტო შემადგენლობიდან დაწყება". - განაცხადა ვალვერდემ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]