ტერ შტეგენის ძალიან ცუდი შედეგი ლა ლიგაში

ტერ შტეგენის ძალიან ცუდი შედეგი ლა ლიგაში

"ბარსელონას" მიერ მიმდინარე სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობა საგანგაშოა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი, ლა ლიგის 11 მატჩში, უკვე 14-ჯერ აიღეს.

თანამედროვე ფეხბურთში, მეკარის დონისა და სათამაშო ფორმის შესაფასებლად, ყურადღებას მხოლოდ გაშვებული გოლების რაოდენობას არ აქცევენ, რადგან ხშირად, ბევრი გაშვებული გოლის მიზეზი დაცვის ცუდი თამაშია. დღეს, ერთ-ერთ მნიშვნელონი სტატისტიკური მონაცემი მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელია.

როგორც ირკვევა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ლა ლიგაში, ძველებურად ვერ ბრწყინავს. Opta-ს ინფორმაციით, განვლილ 11 შეხვედრაში, გერმანელმა მეკარემ დარტყმების მხოლოდ 56.2% მოიგერია, რაც "ეიბარის" მეკარის", მარკო დმიტროვიჩის (54%) შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგია.

საინტერესოა, რომ ტერ შტეგენი რადიკალურად განსხვავებულ თამაშს აჩვენებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 16-დან 14 დარტყმული მოიგერია, რაც 87.5% უდრის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 5 ნოემბერი 2019 21:21
    0
    პიკე ჩემი აზრიით ყველაფრის თავი და თავია, ძაან მოუკლო, ყველა გოლი ცენტრიდან გაგვდის, გასაშვებიათქოო არ ვამბობ მაგრაამ რამე უნდა მოუხერხონ, აღარაა იმ დონის რაც იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 ნოემბერი 2019 17:58
    6
    კიდე კაი შედეგი აქვს ამ პრახადნოი დვორი დაცვის გადამკიდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 5 ნოემბერი 2019 17:45
    1
    დაცვას მიხედე, დაცვას ხვედელიძე. უმტიტი ძირითადშია საჭირო. სემედუ თავის ადგილას და არა რობერტო მძორი. პიკე იასნა და აქეთ ალბა. ნახევარ დაცვა რაკეტა-ბუსი-იონგი. თავდასხმა მესი-გრიზი-დემბო.
    შეცვლაზე: დემბო უნდა დაასვენო და ვიდალი უნდა დაამატო. ეე, მაშინ შტეგომდე ვერც ჩავლენ

    ციტატა: Arthur-de jong
    რა ამისი ბრალია მცველები თუ დაშტერდნენ.რაც წელს ჩვენ კარებში არტყავენ ბოლო 5 წლის მანძილზე არ დარტყმულა ამდენი და რა გასაკვირია.ლიგაზე სხვა სიტუაციაა

    დაცვის ხაზი არ გვივარგა რაც მარტალი ეს ყველამ კარგად ვიცით. ვალიკომ მთლად აურია გონება სასტავს. სემედუს ათამაშებს სადღაც დოლოგანში, მძორ რობერტოს სემედუს ადგილას კიდევ შტეგოს მართლა ბრავო თორე უფო მეტს გაჩურთავდნენ
    Culé [?]
    #3 5 ნოემბერი 2019 17:29
    1
    მგონი ყველამ ვიცით ვისი ბრალია ეს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    FCB
    სტუმარი [?]
    #2 5 ნოემბერი 2019 17:04
    7
    რომ არა ტერ შტეგენი ვინ იცის რამდენი გავიდოდა ლა ლიგაში ან ჩემიონთა ლიგაზე bowtie
    Arthur-de jong
    სტუმარი [?]
    #1 5 ნოემბერი 2019 16:54
    7
    რა ამისი ბრალია მცველები თუ დაშტერდნენ.რაც წელს ჩვენ კარებში არტყავენ ბოლო 5 წლის მანძილზე არ დარტყმულა ამდენი და რა გასაკვირია.ლიგაზე სხვა სიტუაციაა