რიკი პუჩი "ბარსელონადან" წასვლას არ გამორიცხავს

რიკი პუჩი "ბარსელონადან" წასვლას არ გამორიცხავს

"ბარსა ბ"-ს 20 წლის ტალანტი რიკი პუჩი არ გამორიცხავს, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად, მან გუნდი გამოიცვალოს.

ერნესტო ვალვერდესგან ქებისა და წინასასეზონო მზადების დროს თავის კარგად წარმოჩენის მიუხედავად, რიკი პუჩს, მიმდინარე სეზონში, პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ის განაცხადშიც კი არ მოხვედრილა.

ბოლო დროს, იანვარში პუჩის შესაძლო განათხოვრებაზე ხშირად იწერება და როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

"ვნახოთ, რა მოხდება. სხვა გუნდებისთვის კარი დახურული არ მაქვს. სიმართლეა, რომ პირველ გუნდში მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს.

სეგუნდა B ლიგა კარიერის ერთი ეტაპია. აკადემიის ბევრ ფეხბურთელს ამ ლიგაში დიდხანს გაჩერება არ უნდა, რადგან ჩვენი სურვილი უფრო ძლიერ ლიგაში თამაშია.

მიმდინარე სეზონში, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში იშვიათად მიწევს, წინა სეზონში კი ამ გუნდის დინამიკას ვიყავი აყოლილი: მათთან ერთად ვვარჯიშობდი და "ბარსა ბ"-ში ვთამაშობდი. თუმცა, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება. ასეთ დროს, მიწაზე ორივე ფეხით მყარად უნდა დადგე.

მეტი სათამაშო დრო და გამოცდილება მჭირდება. კარგია, რომ "ბარსა ბ"-ში თითქმის ყოველთვის ვთამაშობ, მაგრამ მაინც რთულია, რადგან წინა სეზონში პირველ გუნდში ხშირად ვიყავი." - რიკი პუჩის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 4 ნოემბერი 2019 22:28
    0
    ვალიკო და ბართუშა მსოფლიოში ერთერთი ანტიკვარი შლანგია და ამიტომ მისი გაშვება არ უნდათ. ხომ გეუბნებით მთელი კლუბი ამ ორ შლანგს დაზომბებული ყავს მესის თამადობით. არც ლეო და არც სხვები ხმას არ იღებს. აგენი უეჭველი ხოჯასთან უნდა "წევიყვანოთ" ვალოცინოთ. joy
    Culé [?]
    #4 4 ნოემბერი 2019 22:12
    0
    1 წელი იჯარა კაი იქნება.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ნოემბერი 2019 15:29
    0
    გაასხმევინეთ იმ მძორს ზამთარში გაუშვით იჯარით ალენია და დააწინაურეთ ეს ბიჭი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #2 4 ნოემბერი 2019 13:50
    0
    რა ჩამოსხმა ხალხია მერე ჩრდილოთ კორეას დასცინია დდდ My Webpage
    წევრი [?]
    #1 4 ნოემბერი 2019 13:31
    2
    ციტატა: kingarturo
    ვალვერდეს ყველა გაურბის, იტოგში დროზე წავიდეს და გაუშვან. კოვაჩს რაც შეეხება ზუსტადაც რო გასაშვება იყო, თავიდანვე შეცდომა იყო მაგის დანიშნვა.

    ევროპაში არცერთი გუნდი არ მახსენდება ამდენი რამ რომ ეპატიებინოს მწვრთნელისთვის აი მართლა ვერ ამოვხესნი რა ჯანდაბა ხდება აქ რაღაც ბნელით არი მოცულ ეს ყველაფერი თორე ამას არანაირი ლოგიკურიბ ახსნა არ აქ. ხელმძღვანელობა თუ არ შეიცვლა აზრი არ აქ ამ ყველაფერს ბართომეუ უფრო მარკეტინგს აწვება, ვიდრე სპორტულ ინტერესს. მესიც კაი პ.როჭია თორე შეეძლო ამის გაშვების საკიტხი დაეყენებინა.