"ლივერპული" VS "ბარსელონა" - ლეგენდების მატჩი

"ლივერპული" VS "ბარსელონა"  - ლეგენდების მატჩი

"ლივერპულის" ორგანიზებით, 2020 წლის 28 მარტს "ეინფლიდზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართება მერსესაიდულ კლუბისა და "ბარსელონას" ლეგენდებს შორის.

შეხვედრას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და მასში ორივე კლუბის საქველმოქმედო ფონდი იქნება ჩათული. შეხვედრის შედეგად შემოსული თანხით იმ ბაშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმარებიან, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი ან საარსებო პირობები.

ჯერჯერობით უცნობია გუნდების ზუსტი შემადგენლობები, თუმცა Goal-ის ინფორმაციით მოედანზე "ლივერპულის" რიგებში ფერნანდო ტორესს, ლუის გარსიას, პატრიკ ბერგერს, იერჟი დუდეკს, ვლადიმირ შმიცერსა და ჯეისონ მაკატირს ვიხილავთ. რაც შეეხება "ბლაუგრანას" ლეგენდებს, შემადგენლობაში იქნებიან: ედგარ დავიდსი, პატრიკ კლიუვერტი, ჟულიანო ბელეტი და ხავიერ სავიოლა.

უკვე ცნობილია მატჩის ბილეთის ფასებიც. ბავშებითვის შესვლა 7 ევრო, მოზრდილებისთვის 25, ხოლო 65 წელს გადაცილებულთათვის 17 ევრო ეღირება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 1 ნოემბერი 2019 17:37
    0
    ოჰო მაგარი თამაში იქნებაა
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ნოემბერი 2019 17:10
    6
    იმედია ხავი ითამაშებს მომენატრა მაგის ბარსას ფორმაში ხილვა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued