17 ფაქტი იუბილარი ანსუ ფატის შესახებ

17 ფაქტი იუბილარი ანსუ ფატის შესახებ

"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი იუბილარია. ის დღეს 17 წლის გახდა.

Tribuna ანსუ ფატის კარიერის შესახებ 17 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

  1. გასულ ზაფხულში ანსუ ფატი "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი ოჯახი დარჩენაში "ბარსელონას" მიერ შეთავაზებულმა პროექტმა დაარწმუნა;
  2. "ბარსელონაში" გადასვლის დროს ანსუ ფატის მაღალი ხარისხის ბუცებიც კი არ ჰქონდა;
  3. 13 წლის ასაკში ანსუ ფატიმ ფეხი მოიტეხა. მას ერთი წელი გაუცდა და მისი კარიერა ეჭვქვეშ დადგა;
  4. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ანსუ ფატიმ "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი 1/2-ფინალში გაიყვანა, სადაც "ჩელსის" 2 გოლიც გაუტანა;
  5. პირველ გუნდში გაბრწყინებამდე "ბარსელონამ" ფატისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სადაც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერა;
  6. ერნესტო ვალვერდემ ფატის პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მას შემდეგ მისცა, რაც 16 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, 4 გოლი გაიტანა;
  7. "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტიდან 2 დღის განმავლობაში ანსუ ფატის Instagram გვერდზე გამომწერთა რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა;
  8. ანსუ ფატი "ბარელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ლა ლიგაში უთამაშია;
  9. "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტისთვის ანსუ ფატის მშობლების ოფიციალური ნებართვა დასჭირდა;
  10. "ოსასუნასთან" მატჩში ფატი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ლა ლიგაში გოლი გაიტანა;
  11. ამის შემდეგ, ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და კლუბის მორიგი რეკორდი დაამყარა;
  12. ფატის მრჩეველი ლიონელ მესის უფროსი ძმა როდრიგო მესია;
  13. კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდესი ანსუ ფატისთან მუშაობის სურვილს გამოთქვამს;
  14. წარმოშობით გვენეა-ბისაუელმა ფეხბურთელმა, ესპანეთის მოქალაქეობა ახლახანს, "ფურია როხაში" თამაშის უფლების მოსაპოვებლად მიიღო;
  15. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, ანსუ ფატიმ უკვე ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა;
  16. ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებული 19-წლამდელი ფეხბურთლების ათეულში შედის, არადა ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა;
  17. გუშინ, ანსუ ფატი პირველ ინდივიდუალურ ჯილდოზე, Globe Soccer Award-ზე წარადგინეს, როგორც წლის აღმოჩენა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ოქტომბერი 2019 23:23
    3
    გილოცავ ანსუუ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 31 ოქტომბერი 2019 20:34
    4
    გილოცავ. წარმატებები ბარსასთან ერთად.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "