ანსუ ფატი სამწვრთნელო კურსებზე ჩაეწერა

ანსუ ფატი სამწვრთნელო კურსებზე ჩაეწერა

მას შემდეგ რაც "ბარსელონას" 16 წლის ფეხბურთელი, ანსუ ფატი სკოლიდან წამოვიდა, მას თავისუფალი დრო გამოუჩნდა და როგორც ჩანს, კატალონიური კლუბის ტალანტმა სამწვრთნელო კურსებზე ჩაწერა გადაწყვიტა.

Sport-ის ცნობით, ანსუ პირველი დონის სამწვრთნელო კურსს გაივლის. თუ ფატი გარკვეულ დონემდე მიაღწევს, მას პროფესიონალური გუნდის გაწვრთნის უფლება ექნება. ასევე, კლუბმა მას ინგლისურის მასწავლებელიც აუყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ფატი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, ის "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმის გათვალისწინებით, რომ უსმან დემბელეს დისკვალიფიკაცია აქვს, დიდი ალბათობით, ანსუ ლა ლიგის შემდეგ მატჩში ("ვალიადოლიდი") მონაწილეობას მიიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 3 ნოემბერი 2019 17:42
    1
    #OUTVALVERDE
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 ოქტომბერი 2019 00:13
    5
    აი კაცი არ ჩერდება ცდილობს მეტად განვითარდეს საღოლ მივესალმები!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ოქტომბერი 2019 11:07
    5
    ანუ ტაქტიკას და მოედანზე აზროვნებას ეჩვევა ტიპი, საღოლ ბავშვი...
    Culé [?]
    #3 27 ოქტომბერი 2019 08:46
    5
    ამანაც მიხვდა რო ცუდ ხელში ვართ და გადაწყვიტა, რომ ესწავლა მწვრთნელობა. ვალვერდეს დაერხა😂🤣😆
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ოქტომბერი 2019 05:18
    2
    კარგია მაგას რა სჯობია რაც უფრო მეტად განვითარდება გონებრივათ მით უფრო მარტივად შეძლებს ფეხბურთის თამაშს ვალიადოლიდთან იმედია მეორე ტაიმში წესიერ დროს შემოიყვანს და არა 2 წუთით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 26 ოქტომბერი 2019 23:51
    17
    საღოლ :D ჯერ კია პატარა მარა უფრო მეტს გაიგებს ტაქტიკაზე და სათამაშო ინტელექტიც მოემატება. აბა ზოგი ამ დროს ვიდეო თამაშებს ახმარს. ისე სუარესი დაჯდეს სკამზე შემდეგ ტურში. ვალიადოლიდი არაა რთული მეტოქე. ფატიმ ძირითადში რო დაიწყოს გაასწორებდა. თორე თუ არ დააყენა შემოყვანით მაქსიმუმ 80 წუთზე შემოიყვანს ეს პიტალო მკვდარძაღლი კაცი და რა აზრი აქვს. მესისთან ერთად სასტარტოში გაასწორებდა. მისცემს პასებს ლეო და გაატანინებს