"ბარსელონამ" რიკი პუჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონამ" რიკი პუჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონაში" მიხვდნენ, რომ 20 წლის ნახევარმცველის, რიკი პუჩის განვითარებისთვის ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონი მიუღებელია და გადაწყვიტეს ფეხბურთელი იანვარში გაანათხოვრონ.

ბოლო დროს, რიკი პუჩის მიმართ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშად თამაშობენ. "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ლიგაში, სადაც "ბარსა ბ" გამოდის, ბრძოლით უფრო მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე ფეხბურთის თამაშით და გადაწყდა, რომ ამომავალი ვარსკვლავი ამ ბრძოლას განარიდონ.

გასული სეზონის ბოლო ნაწილი და მიმდინარე სეზონისთვის მზადება პუჩმა პირველ გუნდთან ერთად გაატარა, მაგრამ ნახევარდაცვაში საკმარისზე მეტი ფეხბურთელის ყოფნის გამო, მას "ბარსა ბ"-ში დაბრუნება მოუწევს.

ივარაუდება, რომ პუჩს პირველ გუნდში მომდევნო სეზონში დააწინაურებენ. კატალონიური L'Esportiu-ს ინფომრაციით, "ბარსელონას" სურს ფეხბურთელი იანვარში საზღვარგარეთ გაანათხოვროს, Sport კი იუწყება, რომ "ბარსას" პრიორიტეტი ფეხბურთელის ნახევარი წლით ჰოლანდიის ჩემპიონატში გაშვებაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ოქტომბერი 2019 04:37
    2
    ოო ჰოლანდია კარგი ვარიანტია აიაქსში თუ გაუშვებენ ვაფშე მაგარი იქნება სათამაშო დროც ექნება და ტენ ჰააგი საკაიფოდ მოხოდავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 26 ოქტომბერი 2019 17:10
    5
    დე იონგი, არტური, პუჩი. მომავალი ბარსას ნახ. მცველები.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    [?]
    #2 26 ოქტომბერი 2019 17:07
    0
    გრანადა მომწონს, კარგად თამაშობენ არ იქნებოდა მანდ ცუდი მარა Mთავარი მაინც მწვრთნელია, სდაც გაუშვებენ კარგი მწვრთნელი უნდა იყოს იქ. აიაქსში არ ათამაშებენ თორე ძალიან კარგი იქნებოდა. აი ბეეკი თუ გაყიდეს მაშინ შეიძლება
    Culé [?]
    #1 26 ოქტომბერი 2019 15:58
    4
    სანამ ვალვერდეა აქ ჯობია პირველ გუნდს არ გააკარონ, არ მოკლას ესეც neutral_face ჰოლანდიაში ან რომელიმე ლალიგის გუნდში განათხოვრება კაი იდეაა.