კარლოს ველა: მესისთან ერთად 4 თვით თამაშზე უარს ვინ იტყვის?

  • 25-10-2019, 14:12
  • კარლოს ველა: მესისთან ერთად 4 თვით თამაშზე უარს ვინ იტყვის?

    ცნობილი მექსიკელი ფეხბურთელი კარლოს ველა აცხადებს, რომ MLS-სში არსებული შესვენების დროს ის "ბარსელონაში", ლეო მესისთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა.

    "4 თვით მესისთან ერთად თამაშზე და შემდეგ ლოს ანჯელესში დაბრუნებაზე უარს ვინ იტყვის? მიიღე სიამოვნება, ისწავლე და დაბრუნდი სახლში." - განაცხადა "ლოს ანჯელესის" ლიდერმა New York Times-სთან საუბრისას.

    30 წლის კარლოს ველა, 32 თამაშში გატანილი 36 გოლით, MLS-ის საუკეთესო ბომბარდირია და მე-2 ადგილზე მყოფ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ის 5 ბურთით უსწრებს. სწორედ იბრაჰიმოვიჩის "გელექსის" სძლია ველას "ლოს ანჯელესმა" წუხელ, MLS-ის 1/4-ფინალში, ანგარიშით 5-3, სადაც მექსიკელმა თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შედეგიანი დარტყმების გარდა, 30 წლის ფეხბურთელი ზუსტი პასებითაც გამოირჩევა. მან 16 საგოლე პასი გააკეთა, რაც ჩემპიონატში მე-2 შედეგია.

    კარლოს ველას ევროპაში, განსაკუთრებით კი ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. ის "არსენალის", "სელტას", "სალამანკას", "ოსასუნას", "ვესტ ბრომვიჩისა" და ყველაზე დიდი ხანი "სოსიედადის" წევრი იყო.

    გასულ ზაფხულში, როდესაც "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენიდან" ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა, ალეხანდრო ველამ კატალონიელებს მისი ძმის, კარლოს ველას შეძენა ურჩია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    25 ოქტომბერი 2019 16:13

    კარლოს ველა არა ის კიდე

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge