შაკირას ძმისშვილი პიკეს გუნდში ჩაირიცხა

შაკირას ძმისშვილი პიკეს გუნდში ჩაირიცხა

ჟერარ პიკეს მეუღლის, შაკირას ძმისშვილი პიკეს საკუთრებაში მყოფ საფეხბურთო კლუბში, "ანდორაში" ჩაირიცხა.

შაკირას ძმის, ტონინოს შვილი, ტანინ ანტონიო მებარაკი 19 წლის მარჯვენა მცველია, რომელიც აქამდე უგუნდოდ იყო.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟერარ პიკეს კლუბში ჩაირიცხა და "ანდორას" სარეზერვო გუნდში დებიუტიც ჰქონდა.

გასულ შაბათს, "ანდორას" B გუნდმა "რიალპი" 4-1 დაამარცხა, შაკირას ძმისშვილმა კი 90 წუთი ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ოქტომბერი 2019 17:08
    6
    შაკირასთან მინდა თამაში, ერთი ერთზე. ცალკარაში.