"ტოტენჰემი" კარლეს ალენიათი დაინტერესდა
- 22-10-2019, 10:47
-
Writer
- 8

"ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველი კარლეს ალენია ლონდონის "ტოტენჰემის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
"ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერს, კრისტიან ერიკსენს, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ლონდონელებთან კონტრაქტი უმთავრდება. საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ 27 წლის დანიელმა ფეხბურთელმა "დეზები" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. ასეთ შემთხვევაში, ინგლისურ გუნდს მისი შემცვლელის დამატება მოუწევს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ერიკსენის კარლეს ალენიათი შეცვლას აპირებს. ახალგაზრდა ესპანელ ნახევარმცველს "ბარსელონაში" სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა და არაა გამორიცხული, ის ლონდონურ ვარიანტს დასთანხმდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]