COPE: "კლასიკოს" თარიღის დადგენა ერთი დღით გადაიდო

COPE: "კლასიკოს" თარიღის დადგენა ერთი დღით გადაიდო

COPE-ს მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ელ კლასიკოს" თარიღის გაოფიციალურება ერთი დღით გადაიდო.

გასულ ხუთშაბათს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა "ბარსელონასა" და "რეალს" ვადა დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 სათამდე მისცა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასაც" და "რეალსაც" გადადებული თამაშის 18 დეკემბერს გამართვა სურდათ, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ამის წინააღმდეგია ლა ლიგა.

რამდენიმე ესპანური გამოცემის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ კლუბების გადაწყვეტილება დაადასტურა, ლა ლიგა კი სასამართლოში ჩივილს აპირებდა.

ბოლო ცნობებით კი, გადაწყვეტილების მიღების ვადამ გადაიწია. ხვალ, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00, ხოლო თბილისის დროით 22:00 საათზე, "ელ კლასიკოს" ახალი თარიღი ცნობილი უნდა იყოს. მანამდე, 4 მხარე (ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი, ლა ლიგა, "ბარსელონა" და "რეალი") კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 22 ოქტომბერი 2019 17:50
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ტვინი გაიბურღა უკვე ჩაატარეთ 26-ში როგორც იყო დაგეგმილი არავინ არაფერს არ მოიმოქმედებს და საფრთხეც არავის დაემუქრება თითიდან იწოვენ მიზეზებს

    ბევრგან ეწერა რომ კატალონიაში სიმშვიდეა და მეტი რაღა უნდათ, ჩაატარონ რა ეხლა, როგორც იყო დაგეგმილი.
    Culé [?]
    #2 22 ოქტომბერი 2019 10:28
    2
    იმედია რაგბივით ამასაც არ გააუქმებენ და 0-0 არ ჩაწერენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ოქტომბერი 2019 01:24
    2
    ტვინი გაიბურღა უკვე ჩაატარეთ 26-ში როგორც იყო დაგეგმილი არავინ არაფერს არ მოიმოქმედებს და საფრთხეც არავის დაემუქრება თითიდან იწოვენ მიზეზებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued