"სლავიასთან" თამაშს "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბების 540 წევრი დაესწრება

"სლავიასა" და "ბარსელონას" შორის ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ დაპირისპირებას "ბლაუგრანას" ოფიციალურ ფანკლუბებში გაწევრიანებული 540 გულშემატკივარი დაესწრება, მათ შორის ქართული ფანკლუბის წევრებიც.
პრაღაში გასამართ შეხვედრას "ბარსელონა" 540-გულშემატკივრიანი დელეგაციით დაესწრება. აქედან 50 გულშემატკივარია კატალონიიდან, 30 დანარჩენი ესპანეთიდან, ხოლო ტრადიციულად ყველაზე მეტი წევრი "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციას ჰყავს - 460.
ყველაზე მეტი გულშემატივარი ქალაქ პრაღის ფანკლუბს ეყოლება - 130. ეს გასაკვირი არაა, რადგან თამაში მათ ქალაქში გაიმართება. ჩეხეთის დედაქალაქს ეწვევიან "ბარსელონას" ფანკლუბები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. "ბლაუგრანას" ქართული ოფიციალური ფანკლუბიდან (Penya Blaugrana Tbilisi) შეხვედრას 3 გულშემატკივარი დაესწრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]