თუ "კლასიკო" 18 დეკემბერს დაინიშნა, ლა ლიგა სასამართლოში იდავებს

  • 20-10-2019, 17:00
  • თუ "კლასიკო" 18 დეკემბერს დაინიშნა, ლა ლიგა სასამართლოში იდავებს

    "ელ კლასიკოს" ახალ თარიღთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ბოლო არ უჩანს.

    ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა ახალი თარიღის შერჩევა "ბარსელონასა" და "რეალს" დაავალა და ამისთვის ვადა 21 ოქტომბრამდე მისცა. მალევე გაირკვა, რომ ორივე კლუბმა არჩევანი 18 დეკემბერზე გააკეთა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხვალ, 21 ოქტომბერს, ეს თარიღი ოფიციალურად დადასტურდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე ასე მარტივადაც არაა.

    ცნობილია, რომ ლა ლიგა "ელ კლასიკოს" 18 ოქტომბერს გამართვის წინააღმდეგია. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დღეს ესპანეთის თასის თამაშები ემთხვევა.

    Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუ ხვალ, "კლასიკოს" თარიღად 18 დეკემბერი განისაზღვრა, დიდი შანსია, ლა ლიგამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, რაც თითქოს დასრულებულ პროცესს კიდევ უფრო გაწელავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    21 ოქტომბერი 2019 16:16

    ხოდა გამართეთ ჩვეულებრივად 26 ოქტომბერს გაიბურღა უკვე ტვინი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    emzari გულშემატკივარი [?]

    21 ოქტომბერი 2019 12:23

    ამ გაწელვებში დაწყნარდება სიტუაცია და ჩაატარონ თავის დროზე

    0
    გასულია
    tigresa Culé [?]

    20 ოქტომბერი 2019 18:58

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: tigresa
    ხოდა გაიმართოს როცა იყო დანიშნული:) მოედანი შეცვალეთ უბრალოდ, უყვართ ბიჭებს ბერნაბეუზე თამაში და ეგაა

    აბა რაა, იქ უფრო მაგრად ვარჯიშობენ, თან კარგია როცა ვარჯიშზეც ტაშს გიკრავენ.
    smile smile smile
    როგორ მინდა საერთოდ არ გადადონ და იყოს თავისი განრიგით მომავალ კვირას!

    მეეეც, აშკარად არაა რეალი ფორმაში, შეკრული არაა გუნდი. მაგარს გადაურჩნენ რომ გადაიდო

    0
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    20 ოქტომბერი 2019 18:34

    ციტატა: tigresa
    ხოდა გაიმართოს როცა იყო დანიშნული:) მოედანი შეცვალეთ უბრალოდ, უყვართ ბიჭებს ბერნაბეუზე თამაში და ეგაა

    აბა რაა, იქ უფრო მაგრად ვარჯიშობენ, თან კარგია როცა ვარჯიშზეც ტაშს გიკრავენ.
    smile smile smile
    როგორ მინდა საერთოდ არ გადადონ და იყოს თავისი განრიგით მომავალ კვირას!

    1
    გასულია
    Arthur-de jong წევრი [?]

    20 ოქტომბერი 2019 18:08

    2-ვე მადრიდში😎

    2
    გასულია
    tigresa Culé [?]

    20 ოქტომბერი 2019 18:00

    ხოდა გაიმართოს როცა იყო დანიშნული:) მოედანი შეცვალეთ უბრალოდ, უყვართ ბიჭებს ბერნაბეუზე თამაში და ეგაა

    1
    გასულია
    u n e x a m p l e d Culé [?]

    20 ოქტომბერი 2019 17:09

    :))))))))))))))))

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge