"რეალი" დამარცხდა, "ბარსელონა" სეზონში პირველად გალიდერდა [ვიდეო]
- 20-10-2019, 11:03
-
WinGs
- 8
!["რეალი" დამარცხდა, "ბარსელონა" სეზონში პირველად გალიდერდა [ვიდეო] "რეალი" დამარცხდა, "ბარსელონა" სეზონში პირველად გალიდერდა [ვიდეო]](/uploads/posts/2019-10/1571554555_b.jpg)
"ეიბარი"-"ბარსელონას" (0-3) შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. თავიანთი მატჩები ჩაატარეს მადრიდის "ატლეტიკომ" და ცხრილში ახლანდელი მდგომარეობით, "ბარსას" უშუალო კონკურენტმა, "რეალმა".
"ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა. დიეგო სიმეონეს გუნდმა პირველი ტაიმი დიეგო კოსტას გოლით მოიგო, მატჩის ბოლოს კი დანი პარეხომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
"რეალი" "მალიორკას" ესტუმრა. მადრიდელები სტატისტიკურ მაჩვენებლებში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ჟუნიორ ლაგოს მიერ მე-7 წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხეს და სეზონში პირველად დამარცხდნენ. მატჩის 74-ე წუთზე, "ბლანკოსი" 10 ფეხბურთელით დარჩა - მსაჯმა მოედნიდან ალვარო ოდრიოსოლა გააძევა.
ამ შედეგების გათვალისწინებით, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილის სათავეში პირველად მოექცა. მე-9 ტურის შემდეგ კატალონიელებს 19 ქულა აქვთ, "რეალს" 18, მათ შემდეგ კი 17 ქულით "გრანადა", 16 ქულით კი "ატლეტიკო" მოდის.
მე-10 ტურში "ბარსელონამ" "რეალს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შეხვედრა გადადებულია "ბარსა" მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "სლავიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]