არტურო ვიდალის რჩევა-დარიგებები უსმან დემბელეს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა L'Equipe-თან ინტერვიუში უსმან დემბელეზე ისაუბრა.
"როცა დემბელე მომწიფდება, ის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება "ბარსელონასთვის" და საფრანგეთის ნაკრებისთვის, თუმცა ნათელია, რომ ის ჯერ ამისთვის მზად არ არის."
"შენს სხეულს უნდა მოუსმინო იმისათვის, რომ ტრავმები თავიდან აირიდო. თუ გინდა, რომ საუკეთესო იყო, ლოგინიდან ადგომის, ჭამისა და დაწოლის დროს ფეხბურთზე უნდა ფიქრობდე."
"ვფიქრობ, გარკვეულ მომენტში უსმანი მიხვდება, რომ უნდა განვითარდეს."
"მე მას ხშირად ვესაუბრები. ის კარგი ბიჭია და აქვს იმის პოტენციალი, რომ საუკეთესო გახდეს."
"დემბელე "ბარსელონაში" 20 წლის ასაკში გადმოვიდა, როდესაც მას დიდი გამოცდილება არ ჰქონია."
"უსმანმა უნდა იცოდეს, რა უნდა ამ ცხოვრებისგან. დემბელემ თავის თავს უნდა შეახსენოს ხოლმე, თუ სად და ვისთან ერთად თამაშობს. თუმცა, ვფიქრობ, პროგრესი შეიმჩნევა. მან ასე უნდა გააგრძელოს." - თქვა არტურო ვიდალმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]