"ელ კლასიკოს" საკითხი დღეს გადაწყდება

"ელ კლასიკოს" საკითხი დღეს გადაწყდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ადასტურებს, რომ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.

ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, "ელ კლასიკოს" დათქმულ დროსა და ადგილას, 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" ჩატარება თითქმის გამორიცხულია. ლა ლიგამ თამაშის მადრიდში ჩატარების იდეა წამოაყენა, მაგრამ ეს კლუბებმა არ ისურვეს. "ბარსელონაც" და "რეალიც" თამაშის სხვა დროს ჩატარების მომხმრეები არიან. ესპანურ პრესაში გაიჟღერა კონკრეტულმა თარიღმა - 18 დეკემბერი, მაგრამ "ელ კლასიკოს" ამ დღეს ჩატარების წინააღმდეგი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასია.

გადაწყვეტილება ნამდვილად რთული მისაღებია, მაგრამ დროც არ ითმებს. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკითხი დღეს უნდა გადაწყვიტოს.

"ბარსელონასა" და "რეალს" ვთხოვეთ თავიანთი აზრი დღეს დაეფიქსირებინათ. ორივე კლუბის წარმომადგენელი ჩვენთან დღის 12 საათამდე გამოცხადდა. საკითხის განსახილველად და დღეს საღამომდე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო გვაქვს." - ციტირებს ლუის რუბიალესის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ოქტომბერი 2019 22:38
    0
    იმედია 26-ში ჩატარდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2019 21:39
    1
    ახალი ვარ გამარჯობა.ვისკა ბარსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ოქტომბერი 2019 19:53
    1
    ციტატა: Halaramos4
    tanamedrove fexburtis da sheizleba itqvas istoriis sauketeso mcveli

    ისტორიის საუკეთესო მცველი? :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Halaramos4
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2019 19:32
    1
    tanamedrove fexburtis da sheizleba itqvas istoriis sauketeso mcveli