ანსუ ფატი სანაკრებო დებიუტზე: ძალიან ვნერვიულობდი

  • 17-10-2019, 10:43
  • ანსუ ფატი სანაკრებო დებიუტზე: ძალიან ვნერვიულობდი

    16 წლის ანსუ ფატი მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (ბოიან კრკიჩის შემდეგ), რომელსაც ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

    "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, თავისი შესაძლებლობები პირველივე სანაკრებო შეხვედრაში გვიჩვენა, იმის მიუხედავად, რომ მას ამისთვის მხოლოდ 12 წუთი მიეცა.

    "მოვიგეთ და მთავარი ესაა. იმედი მაქვს, ამ გუნდს მომავალშიც დავუბრუნდები.

    როგორც ყოველთვის, ახლაც ვცდილობდი თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და მოცემული შანსი გამომეყენებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როდესაც მოედანზე შევედი, ყველაფერი გამოსწორდა.

    სამწუხაროა, რომ გოლის გატანის შანსი ვერ გამოვიყენე." - ციტირებს ანსუ ფატის სიტყვებს Mundo Deportivo.

    ესპანეთის ნაკრებში ანსუ ფატის დებიუტი 2 დღის წინ შედგა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge