ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს, რომ "კლასიკო", შესაძლოა, მადრიდში ჩატარდეს

ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს, რომ "კლასიკო", შესაძლოა, მადრიდში ჩატარდეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან "ელ კლასიკოს" ჩატარების ადგილის შეცვლა მოითხოვა. ამის მიზეზი კატალონიაში არსებული არეულობა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაა. ლა ლიგას სურს, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება, "კამპ ნოუს" ნაცვლად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდეს.

ამ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთს ფედერაცია ადასტურებს:

"ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ ესპანეთის ლა ლიგისგან , "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირების ადგილის შეცვლაზე, მოთხოვნა მიიღო. "ბარსელონასა" და "რეალს" თავიანთი არგუმენტაციის წარმოსადგენად ვადა ორშაბათამდე აქვთ. ამის შემდეგ, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი საკითხზე მსჯელობას დაიწყებს." - ვკითხულობთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში, რომელსაც As ავრცელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 ოქტომბერი 2019 17:07
    1
    ციტატა: davidus2020
    არ უნდა დაუთმონ,არცერთ შემთხვევაში.მაგრამ უსაფრთხოება აუცილებლად უნდა დაიცვან

    რატომ?
    ჩვენთვის უფრო კარგი არ არის სეზონის ბოლოს სახლში თამაში?
    გულშემატკივარი [?]
    #4 16 ოქტომბერი 2019 16:52
    1
    და ეგრე თუა კატალონიელებს ექნებათ უსაფრთხოება მადრიდში? წარმომიდგენია რა აგრესიით და ზიზღით დახვდებიან მადრიდელები. სადაცაა ჩანიშნული იქ უნდა ჩატარდეს

    ფეხბურთელებიც დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან.
    NS50
    სტუმარი [?]
    #3 16 ოქტომბერი 2019 16:46
    0
    თუ მართლა ეგეთი დაძაბულობაა და შეიძლება სერიოზული რაღაც მოხდეს გადაიტანონ და თუ უბრალოდ იპრანჭებიან და მიზეზს ეძებენ, რომ.რეალმა სახლში ითამაშოს მაშინ ძაან ცუდი აზრია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ოქტომბერი 2019 16:38
    0
    არანაირ პრობლემას არ წამორადგენს ჩაატარონ ბერნაბეუზე პირიქით ბარსასთვის უფრო კარგია მესი თავის საყვარელ სავარჯიშო მედანზე ითამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2019 16:33
    0
    არ უნდა დაუთმონ,არცერთ შემთხვევაში.მაგრამ უსაფრთხოება აუცილებლად უნდა დაიცვან