Goal: "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო გუნდი

Goal: "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო გუნდი

2020 წელი ახლოვდება და სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა გადაწყვიტა, "ბარსელონას" ათწლეულის საუკეთესო შემადგენლობა გამოევლინა.

მეკარე - ვიქტორ ვალდესი

კლუბის ქომაგი ნამდვილ "ბარსელონელს" ასე მარტივად ვერ დაივიწყებს. ვიქტორ ვალდესი 2010 და 2011 წლებში ორჯერ დასახელდა ესპანეთის საუკეთესო მეკარედ და მას კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 2014 წელს ესპანელმა კლუბი დატოვა, თუმცა მისი სტილი, თამაში და არაჩვეულებრივი სეივები დავიწყებას არასდროს მიეცემა.

მარჯვენა მცველი - დანი ალვესი

დანი ალვესი "ბარსელონას" მიერ შექმნილ ერაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. მისი სისწრაფე, ტექნიკა და შესაძლებლობები მას ფაქტობრივად შეუჩერებელს ხდიდა. ლიონელ მესისთან მოედანზე არაჩვეულებრივი ურთიერთობის წყალობით, გუნდის მარჯვენა ფლანგი მეტოქისთვის მომაკვდინებელი იყო.

ცენტრალური მცველები - კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე

"მე სტუდენტთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ჭკვიანი არ არის, თუმცა გამოცდებს კარგად აბარებს." ასე აღწერა პუიოლმა თავისი თავი 2010 წელს. 2010-2012 წლებში ესპანელმა 56-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა საყვარელ კლუბში, ხოლო 2014 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაბრუნებული ახალგაზრდა პიკე გუნდის შეუცვლელ ფიგურად და დაცვის ნამდვილ ბურჯად იქცა და ეს ახლაც გრძელდება.

მარცხენა მცველი - ჟორდი ალბა

ალბას განახლებული კონტრაქტის მიხედვით, მარცხენა მცველის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა, ეს კი ნათელს ხდის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ალბა კლუბისთვის. გასულ წელს, ესპანელმა 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცენტრი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა

გვარდიოლას თქმით, ჩავი "ბარსელონას" ტვინი იყო. საფეხბურთო ინტელექტისა და ნიჭის წყალობით ჩავი ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდად იქცა.

"თუ შენ უყურებ თამაშს, ვერ ხედავ ბუსკეტსს, მაგრამ შეხედავ ბუსკეტსს და დაინახავ მთელს თამაშს." - აღნიშნა ვისენტე დელ ბოსკემ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება "ბარსელონას" მწვრთნელი, ნებისმიერი მათგანისთვის ბუსკეტსი ჰაერივით საჭირო ფიგურა იქნება.

დიეგო მარადონასა და რონალდინიოს შემდეგ ანდრეს ინიესტა მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც "საინტიაგო ბერნაბეუზე" ტაში დაუკრეს. ფაქტი ცხდაყოფს გულშემატკივრის ფეხბურთელისადმი დამოკიდებულებასა და სიყვარულს, მიუხედავად სუბიექტური სიმპათიებისა.

შემტევი ტრიო - ლიონელ მესი, ლუის სუარესი და დავიდ ვილია

ლაპარაკიც კი არ სჭირდება ლიონელ მესის როლსა და მნიშვნელობას "ბარსელონასთვის". იგი წლების მანძილზე შეუცვლელ ფიგურად იქცა და, ალბათ, არავინ იქნება მისი მსგავსი.

2014 წელს "ლივერპულიდან" ტრანსფერის შემდეგ ლუის სუარესს გოლების გატანა არ შეუწყვეტია და საშუალოდ სეზონში 35 გოლი გააქვს. "ელ პისტოლერო" ყოველთვის საჭირო მომენტში ისვრის და გუნდს ეხმარება. გამორჩეული იყო 2015/16 წლების სეზონი, როდესაც ურუგვაელმა 59 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ვილიამ მხოლოდ სამი სეზონი ითამაშა "ბარსელონას" რიგებში, მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის საფინალო გოლი იყო "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    საიტის ლეგენდა  [?]
    17 ოქტომბერი 2019 10:10
    3
    ციტატა: Levan shilakadze
    გაუჩოს არყოფნა აქ იმენა სირცხვილია.....

    ბოლო ათწლეულისო ანუ 2009-2019 წლებში ვინც თამაშობდა ბარსაში მაგ დროს გაუჩო არ გვყოლია ასე რომ შესაბამისად ვერც მოხვდებოდა აი ყველა დროის რო ეთქვათ მაშინ კიბატონო და მე ამ კამანდას დავაყენებდი
    შტეგენი
    ალვეში კუბალა პუიოლი აბიდალი
    ხავი კრუიფი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    17 ოქტომბერი 2019 09:47
    3
    ეს კამანდა ბოლო ათწლეულის არა მარტო ბარსას არამედ მთელი მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულია ერთი გუნდიდა აღებული
    წევრი [?]
    17 ოქტომბერი 2019 09:31
    2
    გაუჩოს არყოფნა აქ იმენა სირცხვილია.....
    გულშემატკივარი [?]
    17 ოქტომბერი 2019 09:11
    3
    კომენტარებიდან ჩანს ვინ არის მცოდნე. სლეიმარი არა კაკლის მურაბა კიდე. რა ჩემი შაშა კოლა უნდა სლეიმარს როცა ვილაა. მაგის ჟონგლიორობა გაირჭოს ერთ ადგილას ))) ჟონგლიორი ჩვენი პიკეც არის grimacing grimacing 🤙🤙🤙
    --------------------
    № 10
    წევრი [?]
    17 ოქტომბერი 2019 02:40
    1
    ციტატა: cruyff9
    ვილია ლეგენDდარUლი კაცი როა ფაქტია,მარა მსნს პონტში არ დავაყენებდი,,,მესიმ სუამ და ნეიმ არათუ ბარსელონას არამეD მსოფლიო ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო ტრიო შEკრეს,,,!!!


    ტრიო ერთია მარა რითი ჯობია ნეიმარი ვილას, რომ ჟონგლიორობს? კლასი აქვს მეტი თუ ფინიშინგი ვილაზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    17 ოქტომბერი 2019 01:49
    0
    ციტატა: პენდრაგონი
    ციტატა: M10 S9 D11
    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა

    ალბა>აბიდალი

    აბიდალის თამაშები თუ გაქვს ნანახი მაგას არ უნდა ამბობდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    17 ოქტომბერი 2019 01:33
    3
    შტეგენს ვალდესი როგორ ამჯობინეს ბიჯო ბიჯო ბიჯო...რაის არაჩვეულებრივი სეივები ჰაილათები ხო არაა მარტო ფეხბურთი...შტეგენის დონის მეკარე არ გვყოლია კაი ხანია (მე რაც ვუყურებ არ გვყოლია და იმის იქით შეიძლება)
    Culé [?]
    17 ოქტომბერი 2019 01:03
    1
    მშვენიერი გუნდია.
    გულშემატკივარი [?]
    17 ოქტომბერი 2019 00:40
    2
    ვილია რომელი ლოგიკითაა ნეიმარზე დაბალი კლასის იგროკი? დაეხიოს ნეიმარი ვილიას ყველანაირად.

    ციტატა: M10 S9 D11
    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა

    ალბა>აბიდალი
    წევრი [?]
    17 ოქტომბერი 2019 00:06
    5
    ვინც იტყვით რო ვილას რაუნდა აქო ძალიან ძალიან არასწორები იქნებით🤣🖤😈
    გულშემატკივარი [?]
    16 ოქტომბერი 2019 23:42
    2
    ვალდესს ზოგი როგორ არ აფასებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    16 ოქტომბერი 2019 23:18
    1
    ვალდესის და ალბას მაგივრად შტეგენი და აბიდალი დალშე სწორი კამანდაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    16 ოქტომბერი 2019 23:15
    1
    კარგი სტატიაა, ყოჩაღ მარუსა😊. რონალდინიო მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხვდა, მან უკვე 10 წელზე მეტია რაც დაგვტოვა. ეს კი დეკადის საუკეთესოები არიან😉
    გულშემატკივარი [?]
    16 ოქტომბერი 2019 23:11
    6
    ვილიას როგორ უყურებენ:)) ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირზეა საუბარი ცნობისთვის 😉
    გულშემატკივარი [?]
    16 ოქტომბერი 2019 22:17
    1
    კარგი შემადგენლობაა
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გულშემატკივარი [?]
    16 ოქტომბერი 2019 22:15
    2
    რომ წერთ ნეიმარიო რა გააკეთა ვილიამ მაგაზე ნაკლები..ტიპი დაფრინავდა და ყველას ფეხზე იხევდა იმ დროისთვის...მე ვემხრობი რომ ვილია აყენია და არა ნეი...შეიძლება კლასში სხვაობა არის მაგრამ ერთგულიც იყო და მებრძოლიც უფრო იყო
    ფანი [?]
    16 ოქტომბერი 2019 22:09
    0
    ვახ ვილიასიმონ heart_eyes ინიესტასმერე ვილია მევასებოდა სასწაულიიყო, პროსტა არდააფასეს და
    ძაან ცუდ დროს მიიღო ტრამვა დაფრინავდა არჩერდებოდა თორე კიდე კარგახანსიქნებოდა ჩვენთან, თან კლუბის აღზრდილიი იყო, მაგარი გულიდამწყდა მაგისწასვლით არიმსახურებდა ეგრე გაშვებას სიმონ. ნეიმარიო სიმონ smile ნეიმარმა იმნაირი მიქარა ვილას გვერდით ვერდაუდგება ვერასდროს.
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    ფანი [?]
    16 ოქტომბერი 2019 21:48
    2
    ნეიმარი და ტერშტეგენი
    წევრი [?]
    16 ოქტომბერი 2019 21:34
    0
    ვილას ნეიმარზე ნაკლები სარგებელი არ მოუტანია გუნდისთვის
    ეხლა რომელი უფრო მაღალი დონი იგროკია ეგ ცალკე თემა
    Culé [?]
    16 ოქტომბერი 2019 21:22
    3
    რონალდინიო არ შედის ბოლო ათწლეულში. რაც შეეხება ვილიას ნეიმარი მხოლოდ იმიტომ ამოაგდო რომ ნეიმარი მოიქცა ცუდად თორემ მიუხედავად ვილიასადმი ჩემი დიდი პატივისცემისა ნეიმარი ჯობდა და თან ბევრად