მილნერი: მესის შეუძლია, სულელად გამოგაჩინოს
- 16-10-2019, 14:55
-
WinGs
- 3

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი "ბარსელონასთან" დაპირისპირებას იხსენებს - ოღონდ, "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩს და არა "ენფილდის" ისტორიულ შეხვედრას და ლიონელ მესის კარგ თამაშს უსვამს ხაზს.
"ამ თამაშის შედეგი ზუსტი არ იყო, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ასე ხდება.
თითქოს, ყველაფერი სხვანაირად უნდა მოხდეს, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდში ისეთი კაცი გყავს, რომ საქმე ბევრად უფრო გირთულდება. სწრაფად ისე ვერ ირბენ, თუ ფეხებს შორის სივრცე არ გრჩება, მესის კი შეუძლია, მაშინვე ბურთი გაგიტაროს და სულელად გამოგაჩინოს. მასთან დაპირისპირება ძალიან ძნელია, ის ჯარიმებსაც შესანიშნავად ასრულებს". - აცხადებს ინგლისელი BT Sport-თან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]