რამდენია ლიონელ მესის წლიური შემოსავალი?

რამდენია ლიონელ მესის წლიური შემოსავალი?

საზოგადოება ცნობილი ადამიანების ბიუჯეტით ყოველთვის დაინტერესებულია. კერძოდ, რამდენია მათი ხელფასი, რამდენს უხდიან მათ სპონსორები, საიდან იღებენ შემოსავლებს და ა.შ გამონაკლისი არც ლიონელ მესი აღმოჩნდა. მესის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის არსებობს. ამიტომ, Goal.com-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ლიონელ მესის ფინანსურ მდგომარეობას და შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს.

რა ღირს ლიონელ მესი?

ლიონელ მესის, როგორც ბრენდის ღირებულება 200-230 მილიონ ვერომდე მერყეობს. ეს მაჩვენებელი რონალდუს ფასთან შედარებით დაბალია. თუმცა კონკრეტული რიცხვები ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან საკუთრივ მესის ბიზნესინტერესები ფართოდ ცნობილი არაა.

რამდენია ლიონელ მესის ხელფასი?

ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის ანაზღაურება 565 000 ევროა კვირაში. გადასახადებისა თუ დაქვითვის გამოკლებით, მესი მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ევროპაში ნეიმარის შემდეგ.

ევროპის ფარგლებს მიღმა მესისა და ნეიმარის მსგავსად დიდ თანხას გამოიმუშავებენ ოსკარი და ეზეკიელ ლავესი ჩინეთის სუპერ ლიგაში.

რა თანხას იღებს მესი სპონსორებისგან?

საფეხბურთო მოედანზე მესისა და რონალდუს შორის არსებული დაპირისპირება კომერციულ სამყაროში Adidas-სა და Nike-ს შორის შეჯიბრში გადაიზარდა. 2016 წელს Nike-მა რონალდუს ახალი ხელშეკრულება გაუფრომა, იგივე შეთანხმებას მიაღწია Adidas-მა მესისთანაც. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტები კარიერის ბოლომდეა გათვალისწინებული.

არგენტიელი, ასევე, პეპსის, ჟილეტისა და თურქეთის ავიახაზების სარეკლამო კამპანიებშიც იღებს მონაწილეობას.

ფორბსის ცნობით, 2018 წელს ლიონელ მესიმ სპონსორული შემოსავლებიდან ჯამში 27 მილიონი დოლარი მიიღო.

რა ბიზნესს ფლობს ლიონელ მესი?

რონალდუსგან განსხვავებით, ლიონელ მესი ნაკლებადაა ჩართული ბიზნესის სამყაროში, არ აქვს საკუთარი ხაზი ან კოლექცია. მაგრამ არგენტინელი თანხას უძრავ ქონებაში აბანდებს. მაგალითად, მშენებარე აპარტამენტები მშობლიური ქალაქის, როსარიოს ცენტრში.

რამდენს ხარჯავს ლიონელ მესი ქველოქმედებაში?

ლიონელ მესის საკუთარი ფონდი აქვს, რომლის საშუალებითაც იგი ძირითადად უსახლკარო ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. არგენტინელმა საკუთარ ქორწილში დაპატჟებულ სტუმრებს საჩუქრების ნაცვლად, სწორედ ფონდისთვის შეწირულობა სთხოვა.

ლიონელ მესი 2004 წლიდან იუნისეფთან ერთად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, ხოლო 2010 წლიდან გაეროს კეთილი ნების ელჩია.

ლიონელ მესი სოციალურ სივრცეში

ლიონელ მესი ფესიბუკსა და ინსტაგრამზე აქტიურია, თუმცა არ აქვს ტვიტერის ოფიციალური გვერდი. ფეისბუკზე მესის 90 მილიონი გამომწერი ჰყავს (მეორე საუკეთესო მაჩვენებელი), ხოლო ინსტაგრამზე კი 112 მილიონი (მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ოქტომბერი 2019 17:59
    1
    აი ტვიტერზე რეკლამაში, რონალდუმ 44 მილიონი გამოიმუშავა ლეომ ორჯერ ნაკლები. მაგრამ მაინც მე არ მომწონს ტრუსებით და შამპუნებით ნაშოვნი ფული. მაგას ისევ პეპსი და ჩიპსები ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ოქტომბერი 2019 16:14
    6
    ეხლახანს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის წარმოება არ დაიწყო? როგორ არ აქვს ბიზნესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2019 15:51
    5
    ინსტაგრამზე ლეოს 133 მილიონი გამომწერი ყავს დანარჩენიც რაღაცა მგონი ბევრი შეცდომა გაქვს ადმინ ;) საკუთარი ხაზიც, როგორც ვიცი უკვე აქვს.