16 ოქტომბერი - ლიონელ მესის დღე!

16 ოქტომბერი - ლიონელ მესის დღე!

ზუსტად 15 წლის წინ, 2004 წლის 16 ოქტომბერს, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და გამართლდა ყველა ის იმედი, რომელსაც მესიზე ამყარებდნენ. შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც კი. არგენტინელის მიღწევები ინდივიდუალურ თუ საკლუბო დონეზე ფენომენალურია. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ვინმე მსგავსი შედეგების მიღწევას ოდესმე.

სწორედ 16 ოქტომბერს მიიღებს ლიონელ მესი კუთვნილ ჯილდოს, "ოქროს ბუცს", რომელიც მის კარიერაში რიგით მეექსვე იქნება.

დებიუტი

2004 წლის 16 ოქტომბერს ლა ლიგის მე-7 ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ესპანიოლს" ეთამაშებოდა. მატჩის 82-ე წუთზე ფრენკ რიკარდმა გადაწყვიტა, რომ დეკუ ლიონელ მესით შეეცვალა. არგენტინელს 30-ნომრიანი მაისური ეცვა. ეს ცვლილება ისტორიული გამოდგა, ვინაიდან სწორედ აქედან დაიწყო ლიონელ მესის კარიერული წინსვლა. "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებთან ერთად მესიმ 36 ტიტული მოიპოვა. ჯამში კი 671 გოლი გაიტანა 823 შეხვედრაში.

მიუხედავად კოლოსალური მიღწევებისა, ლიონელ მესი არაჩვეულებრივ საფეხბურთო კარიერასა და საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას კვლავ განაგრძობს. ეპოქა, სახელად მესი გრძელდება...


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 17 ოქტომბერი 2019 02:07
    0
    მახსოვს სტატია, ვინმე 16 წლის ლეონელ მესი პრესასთან პრეტენზიას აცხადებდა, თუ რატომ არ ათამაშენდნენ, როცა ვარჯიშებზე ყველას სჯობნიდა... (გუნდში დაფრინავენ: ხავი, ეტოო, თვით რონალდინიო...) პატარა სტატია იყო და რატომღაც დავიმახსოვრე ეს სახელი და გვარი (მანამდე უამრავჯერ გამიგია ამა თუ იმ ტალანტის შესახებ მაგრამ არავინ დამმახსოვრებია და არც გაუმართლებიათ იმედი) ცოტა აღვშფოთდი ვიღაც ლაწირაკის თავხედობით, მაგრააა...მ გამოვიდა და რა გამოვიდა... აკეთა და რა აკეთა.. ისე გადაჯინეს რონალდინიო, ,,ფეხბურთის ბედნიერება," სკამზე, ვითომც არაფერი. პ.ს. ამ სტატიის წაკითხვამდე, წინა დღეებში რონალდინიოს სტატია იყო, გუნდში გვყავს პატარა ბიჭი, ლეონელ მესი, რომელიც ძირითადიდან ამომაგდებსო... კაცი კარიერის პიკზე იყო...ეხ როგორ გაიცინა ამ წლებმა... ,😒
    Culé [?]
    #3 16 ოქტომბერი 2019 14:42
    4
    ბრაზილიელმა ლეენდამ რონადინიომ მესისა და რონადლუს შორის საუკეთესო დაასახელა. გაუჩო: რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მესი კი უცხოპლანეტელია და სამყაროს საუკეთესო ფეხბურთელიც ის არის. ვთვლი რომ ის რასაც მესი აკეთებს მოედანზე ადამიანის შესაძებლლობეს არემატება ის ფენომენია.

    http://netsport.ge/index.php?newsid=3110&fbclid=IwAR0jW4Kqw_9mPmCTPMDua8oW93209e6hree_FCZNUnbj9CdJvme1ddsB6aw
    AFRO
    სტუმარი [?]
    #2 16 ოქტომბერი 2019 14:14
    2
    მერე კი ვიცით რაც მოხდა მეფემ ყველა დაიხიაააა G.O.A.T და ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახადა და თვითონაც მსოფლიოს საუკეთესო გახდა რომ არა მესი რა იქნებოდა ბარსა არავის ეცოდინებოდა 🖤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ოქტომბერი 2019 13:25
    4
    დღე როდესაც ფეხბურთში რევოლუცია მოხდა <3

    პ.ს. 29 გოლიც და 700 გოლი დაუგროვდება მიდი ლომო ამ სეზონშივე უნდა შეუსრულო ქეთინოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued