"ბეტისი" კარლეს ალენიას იჯარით აყვანას შეეცდება

  • 16-10-2019, 12:52
  • "ბეტისი" კარლეს ალენიას იჯარით აყვანას შეეცდება

    კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფომრაციით, სევილიურმა "ბეტისმა" თვალი "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველს, კარლეს ალენიას დაადგა.

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბეტისის" პორტუგალიელმა შუახაზელმა, ვილიამ კარვალიომ ოპერაცია გაიკეთა და ის გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. სევილიელებმა კარვალიოს შემცვლელის ძებნა დაიწყეს და მას "ბარსელონაში" მიაგნეს.

    წყაროს ცნობით, "ბეტისი" შეეცდება ერნესტო ვალვერდესგან მივიწყებული 21 წლის ფეხბურთელი იანვარში იჯარით აიყვანოს.

    ბოლო ცნობებით, თავად ფეხბურთელს სხვა გუნდში წასვლა არ სურს და ის "ბარსელონაში" ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს.

    კარლეს ალენიამ, მიმდინარე სეზონში, მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, ისიც ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    16 ოქტომბერი 2019 13:18

    გაუშვით ამას მაინც არ ათამაშებს და ამისთვისაც და გუნდისთვისაც ჯობია რო წავიდეს ეგება ცოტა ფასი აეწიოს რო მერე სარფიანად გავყიდოთ ამას იანვარში ის მძორიც გააყოლეთ პუჩი დააწინაურეთ და ეგაა მშვენიერი ნახევარ დაცვა გვეყოლება ძირითადიან ზამენებიანად არტური ბუსკეცი დე იონგი რობერტო ვიდალი პუჩი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge