"ბარსელონამ" ესპანეთის ფორმებით თამაშზე უარი განაცხადა
- 16-10-2019, 10:43
-
Writer
- 3

ბარსელონაში მიმდინარე საერთაშორისო ბავშვთა ტურნირზე საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" ესპანეთის ფორმით თამაშზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.
კატალონიაში ბავშვთა ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი Danone Nations Cup მიმდინარეობს, რომელშიც ვაჟთა და გოგონათა 10-დან 12 წლამდე გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" უფლება ჰქონდა კლუბის ფორმებით ეთამაშა, მაგრამ ფლეი ოფში გუნდებმა საკუთარი ქვეყნის ფორმებით უნდა ითამაშონ, რაზეც კატალონიელებმა უარი განაცხადებს.
გავრცელებული ინფომრაციით, ეს ესპანეთის სასამართლოს მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 პოლიტიკოსის დაპატიმრებისადმი პროტესტის გამოხატვის მოტივით მოხდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]