ესპანეთი "ბარსელონას" ფეხბურთელების გარეშე შვედეთთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
- 16-10-2019, 00:41
-
WinGs
- 3

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მხოლოდ ერთი "ბარსელონელი" მოხვდა. სერჟიო ბუსკეტსმა ნორვეგიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, დღეს კი, შვედეთთან, არ უთამაშია.
"ბარსას" ფეხბურთელების გარეშე, რობერტ მორენოს გუნდმა 3 ქულის აღება ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხა" დიდ უპირატესობას ფლობდა, შვედებმა დაწინაურება მარკუს ბერგის მიერ 50-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლეს. დამატებულ მეორე წუთზე, როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა.
8 ტურის შემდეგ, F ჯგუფს ესპანეთი 20 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილისთვის კი შვედეთი (15 ქულა), რუმინეთი (14 ქულა) და ნორვეგია (11 ქულა) იბრძვიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]