მარკ კუკურელია: კარლეს ალენია ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ იმსახურებს
- 15-10-2019, 15:06
-
Writer
- 5

"ბარსელონადან" "ხეტაფეში" განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელია მის მეგობარზე, კატალონიურ კლუბში დარჩენილ კარლეს ალენიაზე საუბრობს, რომელსაც მოედანზე გასვლის შანსი ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ არ მისცემია.
"ფეხბურთში არსებობს რთული მომენტებიც და ახალი შესაძლებლობებიც. მართალია, ალენიას არც მოედანზე გასვლის შანსი ეძლევა და ხშირად ვერც განაცხადში ხვდება, მაგრამ ის მაინც თავდაჯერებულია. მე მას ვესაუბრე, დახმარება აღვუთქვი და რჩევა მივეცი. კარლესმა იცის, რომ რთულ პერიოდშიც კი ფოკუსირებული უნდა იყოს. თუ მან ასე განაგრძო, როდესაც შანსს მიიღებს, დაამტკიცებს, რომ ასეთ სიტუაციში ყოფნას არ იმსახურებს." - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს და მას იანვარში სხვა გუნდში გადასვლა არ სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]