"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება - ციხე არაა გამოსავალი

  • 14-10-2019, 13:16
  • "ბარსელონას" ოფიციალური განცხადება - ციხე არაა გამოსავალი

    საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" კატალონიელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

    "ციხე არაა გამოსავალი.

    საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა", როგორც კატალონიაში ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია დიდი ისტორიით, გამოხატვის თავისუფლებისა და არჩევანის დაფიქსირების უფლების დასაცავად, ესპანეთის სასამართლოს მიერ კატალონიელი სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების მიმართ დევნის დაწყების შემდეგ, აცხადებს:

    ბევრ შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელმა კონფლიქტი ვერ ამოწურა. ციხე დადებითად ვერ იმოქმედებს ვერც დღევანდელი გამოტანილი განაჩენის შემთხვევაშიც, რადგან ციხე არაა გამოსავალი.

    კატალონიაში არსებული კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს.

    აქედან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, კლუბი ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდებს წარუძღვეს დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესს, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების საპატიმროდან გათავისუფლებასაც შეუწყობს ხელს.

    საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" ყველა თავისუფლებაშეზღუდულის ოჯახს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

    ბარსელონა, 2019 წლის 14 ოქტომბერი."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV