"ბარსელონას" ფანკლუბის შეკრება "ელ კლასიკოზე"

  • 13-10-2019, 19:05
  • "ბარსელონას" ფანკლუბის შეკრება "ელ კლასიკოზე"

    26 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საფეხბურთო სამყაროს მთავარი დაპირისპირება გაიმართება - "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

    მიუხედვად იმისა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო, ესპანური ფეხბურთის გრანდებმა თამაშის გამოსწორება და ცხრილის სათავეში მოკალათება მოახერხეს. პრიმერას "რეალი" ლიდერობს, მე-2 ადგილზე მყოფი "ბარსელონა" კი მადრიდელებს 2 ქულით ჩამორჩება და "კლასიკოში" მოგების შემთხვევაში, პირველ პოზიციაზე გადავა.

    "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი ამ თამაშის საყურებლად თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 14ბ ნომერში, სპორტბარ "ჰაკერ ფშორში" იკრიბება. საყვარელ გუნდს დიდ ეკრანთან, უმაღლესი ხარისხის ლუდისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით ვგულშემატკივრობთ.

    შეკრებაზე დასწრება თავისუფალია და "ბარსელონას" ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, ადგილების წინასწარ დაჯავშნა კი ოფიციალური ფანკლუბის წევრებს ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით შეუძლიათ. ფანკლუბის წევრებს შეხვდებათ "ჰაკერ ფშორის" ადმინისტრაციის მიერ დაწესებული საჩუქარიც - 10%-იანი ფასდაკლება.

    ადგილის დაჯავშნა (ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის)

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MERENGUE გულშემატკივარი [?]

    14 ოქტომბერი 2019 09:25

    მადრიდისტები რო მოვიდეთ მოსულა?? 😀😀😀

    4
    --------------------
    Win lose or tie
    Hala Madrid till i die
    გასულია
    kikex წევრი [?]

    13 ოქტომბერი 2019 21:16

    gadaobt xo ra 3saati raa ps aqedanve imedia silk universalze iqneba

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge