რაული: ანსუ ფატი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

რაული: ანსუ ფატი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

"რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რაულ გონსალესმა "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტი, ანსუ ფატი შეაქო.

"ფატიმ საკუთარი თამაშით უნდა ისიამოვნოს. ის ისეთი ფეხბურთელების რიგს განეკუთვნება, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან და მათში რაღაც განსაკუთრებულია."

"ის მომთმენი და მშვიდი უნდა იყოს. ვფიქრობ, ფეხბურთისთვის კარგია, რომ ახალგაზრდები ასე თამაშობენ. ანსუ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს." - ციტირებს რაულ გონსალესის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.