"ბარსელონა" რაკიტიჩის იანვარში გაყიდვას შეეცდება
"ბარსელონა" აპირებს გუნდის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, იანვარში, ტრანსფერზე დააყენოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
რაკიტიჩის კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის და წყაროს ცნობით, კლუბში მიაჩნიათ, რომ მისი კარგ ფასად გაყიდვის ბოლო ვადა 2020 წლის იანვარია.
31 წლის შუახაზელმა მწვრთნელის ნდობა აშკარად დაკარგა, რაც მის კატალონიურ კარიერაში პირველად მოხდა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერისა და არტურის ათამაშების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, ივანმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს. თავად ფეხბურთელის თქმით, თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ მას გუნდის გამოცვლა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივან რაკიტიჩის დამატების სურვილს მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი" გამოთქვამენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]