"ნაპოლი" ფაბიან რუისის "ბარსელონასა" და "რეალისგან" დაცვას ცდილობს

"ნაპოლი" ფაბიან რუისის "ბარსელონასა" და "რეალისგან" დაცვას ცდილობს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" გუნდის ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შესანარჩუნებლად მზადაა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მომდევნო ზაფხულში, 23 წლის შუახაზელი "ბარსელონას" პრიორიტეტი იქნება. ფაბიან რუისს თვალი დაადგა "რეალმაც", რომელიც ესპანელს პოლ პოგბასა და კრისტიან ერიკსენის ალტერნატივად განიხილავს.

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ კლუბი "ბარსელონასა" და "რეალის" "შეტევებისგან" დაზღვეული იყოს. "ნაპოლი" ფაბიან რუისს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომელშიც, "ბარსელონასთვის" და "რეალისთვის", გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო ჩაიდება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ფაბიან რუისის გამოსასყიდი თანხა, იტალიის სერია A-ში, მე-2 იქნება მისივე თანაგუნდელის, კალიდუ კულიბალის შემდეგ (200 მილიონი).

თუ ფაბიან რუისი კონტრაქტის გახანგრძლივებას დასთანხმდება, მისი ხელფასი, რომელიც ახლა წელიწადში 2 მილიონ ევროს შეადგენს, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფაბიან რუისი "ნაპოლიში" მე-2 სეზონს ატარებს. იტალიური გუნდის მაისურით მან 45-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2019 20:06
    1
    ერიკსენს დავითრევთ კაპიკებში რომ მოვინდომოთ! კონტრაქტს არ ახანგრძლივებს ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდრბა და ზამთარში კაპიკებად გაყიდიან! არტური, დე იონგი-ერიკსენი ზე ნახდვარდაცვა იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ოქტომბერი 2019 19:19
    0
    ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ფაბიან რუისის გამოსასყიდი თანხა, იტალიის სერია A-ში, მე-2 იქნება მისივე თანაგუნდელის, კალიდუ კულიბალის შემდეგ (200 მილიონი).

    აბა იმ პორტუგალიელი ნარცისის გამოსასყიდი რამდენია?
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2019 18:27
    1
    მაგარი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალიც აქვს მაგრამ არაფერში გვჭირდება ჩვენ
    [?]
    #1 12 ოქტომბერი 2019 18:27
    2
    ხოდა ჩაკვდეს მანდ. კაი ჰავერცი ჯობია ამას ბევრად